ჩვენ ვასწავლით

ჩვენ ვთანამშრომლობთ ორგანიზაცი ებთან იმისთვის, რომ ვიზუალურად გამოსახული მონაცემების საშუალ ებით გავაძლიეროთ მათი ადვოკატირების კამპანიები.

ჩვენ ვატარებთ ტრენინგებსა და სემინარებს სხვადასხვა ორგანიზაციებსთან, რათა მათ შეძლონ მონაცემების უკეთ გამოყენება. ჩვენს საქმიანობაში სამი მთავარი კომპონენტია: მონაცემთა შეგროვება, მონაცემთა ანალიზი, მონაცემთა საზოგადოებისთვის სწორად მიწოდება. ორგანიზაციებს ვთავაზობთ მოქნილ ნიმუშს, რომელსაც ისინი თავიანთი პროექტებისთვის გამოიყენებენ.

ჩვენი მიდგომა მიზანზე ორიენტირებულია. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ისეთი უნარების განვითარებაზე, რაც დაეხმარება ორგანიზაციებს სამიზნე ჯგუფებთან კომუნიკაციაში და გაზრდის პროექტის წარმატების შანსს.

ჩატარებული ტრენინგების ტემები იყო:

  • მონაცემთა ჟურნალისტიკა: მონაცემთა შეგროვება, ანალიზი და ამბების თხრობა
  • მონაცემთა ვიზუალიზაცია
  • საპროექტო განცხადებებში მონაცემთა კომპონენტის ინტეგრირება
  • მონაცემთა ანალიზი R-ის გამოყენებით
  • მონაცემთა/ ინფორმაციის მართვა ეფექტური კომუნიკაციისთვის