მონაცემთა ვიზუალიზაცია ადვოკატირებისთვის

Overview

Dates: 
01/12/2013 to 30/11/2014
Donor: 
ფონდი ღია საზოგადოება
ჯამპსტარტ ინტერნეშენალი
Donor Amount: 
98,000 USD
Social: 

პროექტი „მონაცემთა ვიზუალიზაცია ადვოკატირებისთვის“ (VDA) აგებულია „ახალი ამბების ვიზუალიზაცია საქართველოში“ (VNG) წარმატებაზე.

2013 წლის იანვარში Feradi.info-ს ამუშავების შემდეგ, ჩვენ დავრწმუნდით, რომ მონაცემთა ვიზუალიზაცია ეფექტური საშულებაა საზოგადოების ჩართულობის გაზრდისთვის, რადგან ვიზუალიზაციები მოუწოდებს საზოგადოებას ქმედებისკენ ან ცვლილებისკენ.

ჩვენ წინა პროექტისგან მიღებულ გამოცდილებას გამოვიყენებთ ახალი პროექტის  „მონაცემთა ვიზუალიზაცია ადვოკატირებისთვის“ განხორციელებაში.  

პროექტი „მონაცემთა ვიზუალიზაცია ადვოკატირებისთვის“:

1.    გააგრძელებს მნიშვნელოვანი საკითხების საზოგადოებისთვის ვიზუალურად მიწოდებას. სოციალურად მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო დისკუსიის საწარმოებლად და მონაცემთა ჟურნალისტიკის სფეროს განსავითარებლად, გამოვიყენებთ მედია საშუალებების ალტერნატიულ ფორმებს და გავზრდით ღია, ხელმისაწვდომ, რელევანტურ მონაცემებზე მოთხოვნას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოში არსებული მნიშვნელოვანი საკითხების გასაგებად და გადასაწყვეტად.

2.    გაზრდის ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცოდნას, თუ როგორ გამოიყენონ მონაცემები, ტექნოლოგია, ხელოვნება და კრეატიულობა თავიანთი  მიზნების მისაღწევად.

3.    გააძლიერებს ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობებს, აწარმოონ ადვოკატირების კამპანიები მონაცემებზე დაყრდნობით. 

4.    გაზრდის ჯამპსტარტ ჯორჯიას შესაძლებლობას, ეფექტურად განახორციელოს საკუთარი პროექტები და ითანამშრომლოს სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, რათა, ინოვაციური და კრეატიული მიდგომების გამოყენებით, საზოგადოებას მიაწოდოს მნიშვნელოვანი მონაცემები.