ბლოგი

07 აპრილი 2017

გაწუხებთ ონლაინ დაუცველობა?

იცი, რა არის ისეთი დაავადების მიზეზები და სიმპტომები, როგორებიცაა გულის შეტევა, ინსულტი და მაღალი არტერიული წნევა? სავარაუდოდ, იცი, რადგან ეს დაავადებები საკმაოდ გავრცელებულია. მაგრამ რა იცი ნაკლებად გავრცელებულ დაავადებებზე? ალბათ იცი, რომ არსებობს და მათ მძიმე შედეგების მოტანა შეუძლიათ, მაგრამ ამაზე დარდს არ აპირებ, სანამ ძალიან გვიანი არ იქნება.


16 მარტი 2017

ჯამპსტარტი ახალ პროექტს იწყებს!

ჯამპსტარტ ჯორჯია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მხარდაჭერით იწყებს ახალ პროექტს - ჰაერის ფილტრი. პროექტის მიზანია შექმნას და მხარი დაუჭიროს იმ ორგანიზაციებისა და პირების ქსელს, რომლებიც ჰაერის დაბინძურების მიმართულებით მუშაობენ, ან ამ თემატიკით არიან დაინტერესებული. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ვებ პორტალი - Filter.ge, სადაც ადამიანები შეძლებენ, მიმზიდველი და მარტივად გასაგები სახით მიიღონ ინფორმაცია ჰაერის დაბინძურების პრობლემის შესახებ, ასევე გაიგონ როგორ შეიძლება შეცვალონ მათი ყოველდღიური ჩვევები, იმისათვის, რომ გარემო ნაკლებად დააზარალონ. პლატფორმის მომხმარებელს ასევე შეეძლება თავად ჩაერთოს უკეთესი გარემოს შექმნის პროცესში და ყოველთვე დადოს პირობა, რომ დანერგავს ცვლილებებს თავის ყოველდღიურ საქმიანობაში. ჩვენ მიერ, ვებ-პორტალზე შეთავაზებული “პირობები” წარმოადგენს მარტივ ქმედებებს, რომელიც ადვილი განსახორციელებელია და დასანერგია ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში, მაგ: შეცვალეთ თქვენი სამსახურამდე ან სკოლამდე მისასვლელი მარშრუტი, აირჩიეთ ეკოლოგიურად უფრო სუფთა ტრანსპორტი, გახდით უფრო პასუხისმგებლიანი მომხმარებელი და ა.შ.


08 თებერვალი 2017

გამჭვირვალე სახელმწიფო ბიუჯეტის ძიებაში

სექტემბრიდან მოყოლებული საქართველოს ბიუჯეტის ინტერაქტიული ვიზუალიზაციის შექმნაზე ვმუშაობ (ამჟამად ბეტა ვერსია არსებობს, ასე რომ, თუ რამე პრობლემას აღმოაჩენთ, აუცილებლად გაგვაგებინეთ). მე ჯამპსტარტში ვებდეველოპერად ვმუშაობ და ჩემს კოლეგებთან ერთად უამრავ დროს ვუთმობ ბიუჯეტის მონაცემების გაანალიზებას, რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგან მივიღეთ. იმ პროექტებიდან, რომლებზეც ჯამპსტარტში მიმუშავია, ეს ყველაზე მეტად მომწონს ორი მიზეზის გამო: ჯერ ერთი, ამ პროექტზე მუშაობისას უამრავი ტექნიკურ გამოწვევასთან გამკლავება მომიწია, მეორეც - ჩვენი მიზანი ღირებულია. ბოლობოლო, საქართველოს რიგით მოქალაქეს საშუალება უნდა ჰქონდეს, რომ მარტივად მიიღოს ინფორმაცია ქვეყნის დანახარჯების შესახებ.


11 დეკემბერი 2016

მონაცემთა ფერადი კომუნიკაცია 2017

მე და ჩემი კოლეგები ვფიქრობთ, რომ დროა მონაცემებსა და მონაცემებზე დაფუძნებული კომუნიკაციის მნიშვნელობის შესახებ მხოლოდ ვორკშოფებსა და სემინარებზე არ ვისაუბროთ. ჩვენ ვეცდებით პრაქტიკულად გაჩვენოთ რამდენად საინტერესოა განსხვავებული უნარებისა და კრეატიული აზრების მქონე ადამიანებთან მუშაობა. ამიტომაც ვთვლით, რომ ჰაკათონის მოდელი წარმატებულად შეძლებს ჩვენს აუდიტორიას აჩვენოს, თუ რამდენად საინტერესო და მიმზიდველი შეიძლება იყოს ტექნოლოგიებისა და მონაცემების შერწყმა.


13 ნოემბერი 2016

ინფორმაციის თავისუფლების ქრონიკები - ნაწილი 2

ასეთი ხარვეზების შემხედვარე მე, როგორც ადამიანს, რომელიც თავისი საქმიანობის ძირითად დროს სწორედ მონაცემების მოპოვება-დამუშავებასა და მათი გასაჯაროების მნიშვნელობის ფართო მასებისთვის ახსნას უთმობს, მიჩნდება განცდა, რომ, პირველ რიგში, ჩვენი სახელმწიფო უწყებები ვერ აცნობიერებენ ინფორმაციის გასაჯაროების მნიშვნელობას.


06 ოქტომბერი 2016

15 შეცდომა რომელსაც ვუშვებთ ტექსტებთან მუშაობის დროს

ტიპოგრაფია, რაც ტექსტში ასო-ნიშნების განლაგებასა და სტილის განსაზღვრას გულისხმობს, დიზაინის ისეთივე მნიშვნელოვანი ნაწილია, როგორც ფერი, კომპოზიცია და გრაფიკული ელემენტები. თუმცა ხშირად ტექსტს, და შესაბამისად, ტიპოგრაფიას, არ აქცევენ სათანადო ყურადღებას და მას დიზაინისგან ცალკე მდგომ ელემენტად აღიქვამენ.


27 სექტემბერი 2016

ჯამპსტარტი მოხალისეებთან ერთად არჩევნების შედეგებს დაითვლის

9-10 ოქტომბერს ჯამპსტარტი აწყობს ღონისძიებას ფრონტლაინ კლუბში იმისათვის, რომ 2016 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების  ყველა საუბნო საარჩევნო ოქმები გააციფრულოს და არჩევნების მონაცემები ყველასთვის ხელმისაწვდომი გა


08 სექტემბერი 2016

ინფორმაციის თავისუფლების ქრონიკები

მიუხედავად იმისა, რომ ჯამპსტარტში ყველა შეგუებული ვართ ინფორმაციის გამოთხოვასთნ დაკავშირებულ აბსურდულ რეალობას, ამ ბოლო პერიოდში რამდენიმე ისეთი რამ შეგვემთხვა რომ ჩვენც კი გაგვაკვირვა. ერთერთი ასეთი ისტორია საქართველოში ყველაზე ინოვაციურ პროექტს, იუსტიციის სახლს ეხება. ეს ორგანო, თავისი თავდაპირველი იდეით იმით იყო საინტერესო, რომ ყველანაირი ბიუროკრატია უნდა აღმოეფხვრა და მომხმარებლისთვის ნებისმიერი მომსახურების მიღება გაემარტივებინა. ჩემს შემთხვევაში ეს ასე ნამდვილად არ მოხდა!


08 სექტემბერი 2016

გაიცანით ჩვენი კომუნიკაციების ახალი მენეჯერი!

გამარჯობა! მე ქრისტინა ფარჯიანი ვარ, ჯამპსტარტის გუნდის ახალი წევრი და კომუნიკაციების კოორდინატორი. ჯამპტარსტის საქმიანობას 2012 წლიდან ვადევნებდი თვალს და ყოველთვის მომწონდა ის საქმე, რასაც ეს გუნდი აკეთებდა, როგორ ცდილობდა მონაცემებისა და დიზაინის გამოყენებით საინტერესო ამბების შექმნას.


26 აგვისტო 2016

ჯამპსტარტი პროგრამირების ინსტრუქტორის ვაკანსიას აცხადებს!

ჩვენ ვეძებთ კურიკულუმის შემმუშავებელს/ინსტრუქტორს, რომელიც იმუშავებს ჯამპსტარტის ქართველ თანამშრომლებთან ერთად. ინსტრუქტორი მოამზადებს გაკვეთილების გეგმებსა და სასწავლო მასალებს პროგრამირებასა და კომპიუტერულ მეცნიერებაში.


18 აგვისტო 2016

ჯამპსტარტი უმცროს დიზაინერს ეძებს!

ჩვენ ვეძებთ უმცროს დიზაინერს, რომელიც გააგრძელებს ჯამპსტარტისთვის დამახასიათებელი გემოვნებიანი დიზაინით ვიზუალიზაციების შექმნას ინფოგრაფიკების, ფაქტოგრაფების, ინტერაქტიული თუ სხვა ვიზუალური მასალის სახით. აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 2016 წლის 10 სექტემბერი.


16 აგვისტო 2016

გახდი ჯამპსტარტის აღმასრულებელი დირექტორი!

ჯამპსტარტი აღმასრულებელი დირექტორის ვაკანსიას აცხადებს. ჩვენ ვეძებთ კანდიდატს, რომელსაც სურს, სოციალური პრობლემების გადასაწყვეტად გამოიყენოს კრეატიული დიზაინი, აქვს არასამთავრობო ორგანიზაციის მართვის გამოცდილება და სურს, იმუშაოს თბილისში.
ბოლო ვადა: 15 სექტემბერი, 2016


გვერდები