ამბის თხრობა: კრეატიულობისა და ცვლილების აგენტი საქართველოში

05 ივნისი 2014

ავტორი: mariam.gamkhara...

ამბის თხრობა: კრეატიულობისა და ცვლილების აგენტი საქართველოში

Social: 

ავტორი: ერიკ ბარეტი

 

უკვე მრავალი წელია, რაც საქართველოში საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, მედიასთან და საჯარო უწყებებთან მიწევს მუშაობა და მინახავს, თუ როგორ აკეთებენ კარგ საქმეს რიგ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. კრიტიკული მნიშვნელობისაა ის, თუ როგორ მუშაობენ ორგანიზაციები მონაცემებთან, თუკი გვსურს, რომ კვლევა ასახავდეს მნიშვნელოვან სოციალურ საკითხებს, ტენდენციებსა და ქცევას, ისევე  როგორც გვაწვდიდეს ინფორმაციას, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები მომავალში. თუმცა, ძალიან ხშირად, თვეებისა და წლების განმავლობაში კვლევასა და ანალიზში ინვესტირებული ძალისხმევის შედეგად მიღებული მონაცემები თავსდება ანგარიშებში, ვებგვერდებზე, ან პერსონალურ კომპიუტერებში.

იტყვა „განთავსება“ შემთხვევით არ ვახსენეთ,  რადგან კვლევის ავტორებს უკვე გადაწყვიტილი აქვთ, რომ მათი მონაცემები არ არის საკმარისად ღირებული ანგარიშს მიღმა გასავრცელებლად. მათ გადაწყვიტეს, რომ ის გზა, რომელიც მათ აირჩის ამ საკითხის გამოსაკვლევად ღირებულია მხოლოდ ამ კვლევის ფარგლებში და საზოგადოებას  არ ჭირდება ნედლ მონაცემთა შესწავლა რაიმე ისეთის აღმოსაჩენად, რაც კვლევის ანგარიშს სცილდება.

წლების შემდეგ, ამ მონაცემებიდან მხოლოდ ანგარიში რჩება, შესაძლოა კვლევის შედეგები და მონაცემები სადმე კომპიუტერში იყოს განთავსებული, მაგრამ ავტორმა დიდი ხანია ეს ყოველივე დაივიწყა. სავარაუდოდ, კვლევა აღარ არსებობს. ორგანიზაციის თანამშრომლები იცვლებიან,  კომპიუტერიდან იშლება მონაცემები და იქ განთავსებული ინფორმაციაც სამუდამოდ იკარგება.

ჩვენ გვჯერა, რომ მონაცემები ძალიან ღირებულია თქვენი ორგანიზაციისთვის და სხვებისთვისაც. თქვენ არ შეგიძლიათ პროგნოზირება, თუ როგორ შეუძლია თქვენს მონაცემებს სხვის სამუშაოს ღირებულება შესძინონ. თუკი ჩვენ საჯარო დაწესებულებებიდან ველით მონაცემთა საჯაროობას, რატომ არ უნდა გვქონდეს იგივე მოლოდინი საკუთარი ორგანიზაციისგან? გაასაჯაროეთ თქვენი მონაცემები. გაგვიზიარეთ იგი.

ჯამპსტარტ ჯორჯიას მუშაობის პროცესში ხშირად გვეკითხებიან, თუ რატომაა ცუდი უბრალოდ ანგარიშს. ჩვენ  ვპასუხობთ: არაფერი. მართლაც არაფერი, თუმცა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც, ორგანიზაციები ატარებენ თორმეტთვიან კვლევებს, რომელიც შემდეგ აისახება ერთ ოცდაათგვერდიან ანგარიშში. პროექტის მიზნების გათვალისწინებით, ეს შეიძლება მისაღები იყოს. მაგრამ ხშირად მიზანს წარმოადგენს რაიმე ცვლილების განხორცილება, ან საზოგადოების მობილიზება. ასეთ შემთხვევაში, ოცდაათგვერდიანი ანგარიში განწირულია წარუმატებლობისთვის.

ოცდაათგვერდიანი ანგარიში ანათემას წარმოადგენს. ეს არის განწყობა, რომელიც ზღუდავს წარმატების შესაძლებლობებს. ეს არის მიდგომა, რომელიც საეჭვოა, იყოს წარმატებული. ეს არის სიზარმაცის გამოხატულება.

ჯამპსტარტი, გუნდი, რომელთან ერთადაც მე ვმუშაობ საქართველოში, უკვე რამდენიმე წელია აჩვენებს ორგანიზაციებს საქართველოში  ინფორმაციის კომუნიკაციის ალტერნატიულ გზებს, რაც უბიძგებს საზოგადოებას აქტიურად ჩაერთონ მიმდინარე პროცესებსა და განხილვებში და განაწყობს მათ მოქმედებისკენ. ხშირად ეს ინფორმაცია მონაცემებზეა დაფუძნებული, მაგრამ ზოგჯერ ასე არ ხდება. რა არის მნიშვნელოვანი გზავნილში? მონაცემები ამყარებს თქვენს გზავნილს და სამიზნე აუდიტორიიდან გამომდინარე, შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს ადამიანთა დარწმუნებაში, რომ იგი მართებული და სწორია.

თქვენ არ შეგიძლიათ (და არც უნდა სცადოთ) მიაწოდოთ ვიღაცას მონაცემები და მოელოდეთ, რომ ეს საკმარისი იქნება. ასევე ფუჭია მოლოდინი იმისა, რომ დაკავებული ადამიანი წაიკითხავს ოცდაათგვერდიან ანგარიშს. სამაგიეროდ, თქვენ შეგიძლიათ კვლევის დაყოფა და მისი ბლოკებად ან ნაწილებად კომუნიკაცია აუდიტორიასთან. ორგანიზაციებმა უნდა მიიღონ თითოეული ბლოკი შესაძლებლობად, რომ მიაწოდონ საჭირო გზავნილი თავიანთ აუდიტორიას.

სწორედ აქ ხდება შემოქმედებითი მხარე მნიშვნელოვანი და ანგარიშის წერის მენტალიტეტი ხშირად გზას უღობავს მას. აქ ზღვარი არ არსებობს. სწორედაც, რომ ასეა! იმდენი რამის გაკეთება შეგიძლიათ, რომ ჩამოთვლაც კი შეუძლებელია. თითოეულ შემთხვევა განსხვავებულია. თქვენ შეგიძლიათ თქვენი გზავნილი ცაში დაწეროთ, გააკეთოთ წარწერები და სტენსილები, გააკეთოთ წარწერები, რომლებიც მხოლოდ სიბნელეში ჩნდება, ინფოგრაფიკები და ფაქტოგრაფები, ვებ აპლიკაციები, მუსიკალური წარმოდგენები, ბილბორდები, სტატიები პრესაში, სტიკერები, მაისურები და სხვა მრავალი. და თქვენ შეგიძლიათ მათი კომბინირება ნებისმიერი თქვენთვის სასურველი გზით.

ეს არის მიდგომა, რომელესაც მე ვიყენებ ჩემს საქმიანობაში და ვცდილობ გადავჭრა პრობლემები სწორად მიმართული კომუნიკაციის საშუალებით. ზღვა ანგარიშებში, რა განასხვავებს ერთს მეორისგან? მხოლოდ ორგანიზაციებს ვერ დავადანაშაულებთ იმაში, რომ გაუშვეს ხელიდან ასეთი შესაძლებლობები მოძველებული სახის ანგარიშების წერით შექმნილი მონაცემთა სასაფლაოების გამო.  დონორები  უზრუნველყოფენ ამ პრაქტიკის გამყარებას, როდესაც ასეთი დაბალი მოლოდინით გასცემენ დაფინანსებებს. თითქოს განვითარებისთვის მიღებული დაფინანსებების მთავარი მიზანი საკოლექციო ნიმუშების წარმოებაა, რომლებიც თაროზე დაიმტვერება, მაშინ როდესაც ჟურნალისტებსა და საზოგადოებას ეს ყოველივე უბრალოდ არ და ვერ ესმის.

ჯამპსტარტის საქმიანობას, აჩვენოს ორგანიზაციებს შემოქმედებითი და ინოვაციური (თუმცა ზოგჯერ საკმაოდ ტექნიკური) კომუნიკაციის საშუალებები, აქვს დადებითი გავლენა იმაზე, თუ რას მოელიან ქართული ორგანიზაციები საკუთარი თავისგან. უფრო მეტ მედია ორგანიზაციას უჩნდება სურვილი ახალი ამბების ვიზუალური გზით გადმოსცეს. საზოგადოებრივ ორგანიზაციებს სურთ, გამოიყენონ ახალი მექანიზმები თავიანთი კვლევებისა და ადვოკატირების კამპანიებითვის. მონაცემებით გამყარებული მტკიცებულება საქართველოში სულ უფრო ახლო და ხელმისაწვდომი ხდება ფართო აუდიტორიისთვის.

ჩვენს მომავალს მე ამბის თხრობაში ვხედავ, მონაცემებზე ორიენტირებული, პრობლემაზე მიმართულ ამბის თხრობაში. ჩვენს გუნდს უყვარს ამბების საზოგადოებასთან სწორად მიტანა და გვაოცებს ის, თუ როგორ შეიძლება მონაცემთა ანალიზის მეშვეობით აღმოაჩინო ახალი და საინტერესო ამბები საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ ასევე გვიყვარს ამ ამბის მკითხველამდე მიტანის ახალი გზების ძიება. ჩვენ არ ვართ ტექნოლოგიურად შეზღუდულნი, რადგან ტექნოლოგთა გუნდი ვართ. ჩვენ მხოლოდ შეზღუდულნი ვართ კრეატიულობის კუთხით, რომლითაც ჩვენ მივუდგებით თითოეულ ასეთ ამბავს.

როდესაც ინსტრუმენტები არ არსებობს, ჩვენ მათ ვქმნით. ცოტა ხნის წინ ჩვენ შევქმენით ახალი პლატფორმა ახალი ტიპის შერეული მედია ისტორიების შესაქმნელად. ჩვენ ჩვენთვის შევქმენით StoryBuilder-ი, მაგრამ ყველას მივეცით მისი გამოყენების შესაძლებლობა. საცდელი ვერსიის გამოყენება უკვე ყველას შეუძლია  და აპლიკაციის კოდი ღია წყაროს წარმოადგენს. ერთი კვირის წინ გავხსენი აპლიკაცია და ვნახე დიდი რაოდენობით ახალი ამბავი, რომლებიც შექმნეს ადამიანებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ადამიანები მთელს მსოფლიოში იყენებენ მას, სწორედ ესაა რაც გვინდოდა. ჩვენ არ ვიცით, რამდენი ორგანიზაცია აპირებს ამ აპლიკაციის გამოყენებას საკუთარ საქმიანობაში, მაგრამ იმედი გვაქვს რომ ეს ხელსაწყო მათ გამოადგებათ. ჩვენ ვაგრძელებთ ახალი ფუნქციების დამატებას და ასევე ვცდილობთ ვუპასუხოთ სხვების შეფასებასა და მოთხოვნებს.

მიუხედავად იმისა, რომ  ეს აპლიკაცია არაა პირველი ჩვენი ქმნილებათაგანი, რომელიც პოპულარული გახდა, ჩვენ ძალიან გვიხარია მისი ასეთი წარმატება. მისი მეშვეობით, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ქართული ორგანიზაციები შეცვლიან კომუნიკაციის ფორმას აუდიტორიის მობილიზაციის კუთხით. სამომავლოდ ჩვენი სურვილია, შევცვალოთ საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიდგომა და გავხადოთ იგი უფრო კრეატიული, რათა ორგანიზაციებმა ტექნოლოგიებისა და დიზაინის საშუალებით უფრო ეფექტურად განახორციელონ საკუთარი მიზნები. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თორმეტი თვის ხანგრძლივობის კვლევების შედეგი არ იქნება მხოლოდ ოცდაათგვერდიანი ანგარიში, არამედ უფრო მეტი და ეს შედეგი დინამიურ წვლილს შეიტანს ქვეუნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო მიმდინარე დისკუსიაში.

 

პროგრამა/პროგრამები: