ბატონო ბიძინა, სათანადოდ შეაფასეთ ღია მთავრობა

13 სექტემბერი 2013

ავტორი: eric

ბატონო ბიძინა, სათანადოდ შეაფასეთ ღია მთავრობა

Social: 

ხუთშაბათს პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შეიმუშავოს ერთიანი მიდგომა და თავის ვებ-გვერდებზე გამოაქვეყოს ელექტრონული მონაცემები. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მისი მთავრობა ადგენს იმ მონაცემების სიას, რომელიც პროაქტიულად უნდა გახდეს საჯარო.

ჩვენ მივესალმებით ამ განცხადებას და, რითაც შეგვიძლია, მხარს ვუჭერთ მთავრობას, რაც შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს საჯარო მონაცემები ხალხისთვის, რომელიც ფულს იხდის ამაში. დღეს ბიძინა ივანიშვილმა და მთავრობამ გააკეთეს ის, რაც სააკაშვილს უნდა გაეკეთებინა, როდესაც მან და შემდეგ პრემიერმა გიორგი ვაშაძემ 2011 წელს საფუძველი ჩაუყარეს საქართველოს შეერთებას ინიციატივისთვის “პარტნიორიბა ღია მმართველობისთვის” მათ უნდა გამოეყენებინათ თავიანთი პოზიცია და საჯაროდ დაეფიქსირებინათ საქართველოს გამჭვირვალობისა და ღიაობისკენ მისწრაფება. მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს.

თქვენ უხდით ფულს მთავრობას თავისი ყოველდღიური საქმიანობისთვის და თქვენ უნდა შეგეძლოთ, ნახოთ, თუ რას აკეთებს ის და შეგიძლიათ თუ არა მისი საქმიანობისგან სარგებლის მიღება. თქვენ უნდა შეგეძლოთ ამისი ნახვა, რადგან ეს ერთადერთი გზაა, ჩაერთოთ თქვენ მიერ არჩეული ადამიანების საქმიანობაში და მათთან ერთად შექმნათ ისეთი საქართველო, როგორიც თქვენ გინდათ, რომ არსებობდეს. თქვენ უნდა ჩაერთოთ. ხოლო ამისათვის თქვენ უნდა იყოთ ინფორმირებულები. ინფორმირებულობისათვის კი ხელი უნდა მიგიწვდებოდეთ შესაბამის და სრულყოფილ ინფორმაციაზე, თანაც დროულად.

“ჯამპსტარტ ჯორჯია” 2009 წლიდან, როცა მის არსებობას საფუძველი ჩაეყარა, დაუღალავად მუშაობს იმისათვის, რომ გასაჯაროვდეს მონაცემები, რომლებიც ისედაც საჯარო უნდა იყოს. ჩვენ დავიწყეთ ქუჩისა და რუკის მონაცემებით, რომლებსაც თქვენ დღეს იყენებთ “გუგლის”, “ნოკიას”, “ოუფენ სთრით მეპისა” და სხვათა მეშვეობით. ჩვენ დავამუშავეთ არჩევნების მონაცემები, რომელიც დღეს ადრინდელზე მეტად ხელმისაწვდომი და გამოსადეგია საიტზე http://data.electionportal.ge/. ჩვენ ვიმუშავეთ პარლამენტის კენჭისყრის შედეგებზეც, რომელთა ნახვაც შეგიძლიათ საიტზეhttp://votes.parliament.ge/ საჯარო API-ის http://votes.parliament.ge/en/api/v1/ მეშვეობით. ჩვენ ვცდილობთ, საჯარო ინფორმაცია გავხადოთ არა მხოლოდ ხელმისაწვდომი, არამედ თქვენთვის უფრო მარტივად გასაგებიც. ესტუმრეთ www.feradi.info -ს, სადაც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვითა და უკვე არსებული მონაცემების გამოყენებით, თქვენამდე მოგვაქვს კრეატიულად გამოსახული მნიშვნელოვან მონაცემებზე დაფუძნებული ამბები.

ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვითხოვთ ცოტა გასხვავებულ მიდგომას. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა ადგენს სიას იმ მონაცემებისას, რომელიც პროაქტიულად უნდა გახდეს საჯარო, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ იგი სხვანაირად უნდა მიუდგეს მონაცემების პროაქტიულად გამოქვეყნებას.

ბატონო ბიძინა, ჩვენ ვფიქრობთ, უკეთესი მიდგომა იქნება, თუ ყველაფერი გახდება საჯარო და ინტერნეტში ხელმისაწვდომი. თუკი სიაა შესადგენი, ეს უნდა იყოს სია იმისა, თუ რა მონაცემებზე ფიქრობს (ხალხის) მთავრობა, რომ არ უნდა იყოს საჯარო და რატომ; ასევე, ვინაა ის ადამიანი, ვინც გადაწყვიტა, რომ არ გაასაჯაროვოს ეს მონაცემები.

ჩვენთვის გასაგებია, რომ მთავრობას არ შეუძლია მონაცემთა ასეთი ტიპის პროაქტიული გამოქვეყნება ერთ ღამეში დანერგოს, მაგრამ ეს უნდა იყოს მიზანი, რისკენაც მთავრობა მიილტვის. ეს მნიშვნელოვანია, რადგან სხვაგვარად ჩვენ ყოველთვის ვიქნებით შეზღუდულები იმ მონაცემებით, რასაც მთავრობა გამოაქვეყნებს. ყველა სხვა ინფორმაცია, თუნდაც კანონით საჯარო, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ იმ უწყების გადაწვეტილებით, რომელის მას განაგებს. აქ სავაჭრო აპარატის მეტაფორა შეგვიძლია მოვიხმოთ. იმ სიის შედგენა, თუ რა მონაცემები უნდა გამოქვეყნდეს პროაქტიულად, იმის შერჩევას ჰგავს, თუ რა უნდა განთავსდეს სავაჭრო აპარატში.დიახ, თქვენ ფიქრობთ, რომ არჩევანის ქონის შემთხვევაში, თქვენ გაქვთ ალტერნატივები და გადაწყვეტილებას იღებთ მარტო, მაგრამ რეალურად, თქვენ უნდა შეგეძლოთ იმის არჩევა, თუ რა უნდა განთავსდეს სავაჭრო აპარატში. მთავრობას შეუძლია, გახადოს ყველა მონაცემი საჯარო, გარდა იმ მონაცემებისა, რომელიც არ უნდა იყოს საჯარო გარკვეული მიზეზების გამო. ჩვენ გვინდა დიდი სავაჭრო აპარატი.

რატომ ასეთი დიდი? რადგან წინასწარ ყოველთვის არ ვიცით, რა როლს ითამაშებს მონაცემები სოციალური პრობლემების გადაჭრაში, საზოგადოების ინფორმირებაში, ეკონომიკის განვითარებაში ან უბრალოდ ჩვენი ცხოვრების გაადვილებაში, როგორც გაადვილა ქუჩების ციფრული მონაცემების არსებობამ რუკების შექმნის პროცესში. ჩვენი არჩევანი არ უნდა იყოს შეზღუდული მათ მიერ, ვინც ვერ განჭვრეტს მონაცემთა ან სხვადასხვა ტიპის მონაცემების კომბინირების პოტენციალს. ვერცერთი ჩვენგანი წარმოიდგენს, თუ როგორ შეუძლია მონაცემებს, საქართველო უკეთესი ქვეყანა გახადოს.

მადლობას გიხდით, ბატონო ბიძინა, ინიციატივისთვის და დღევანდელი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის, რაც ხვალინდელ უფრო ღია მთავრობას უზრუნველყოფს. თუმცა, ნუ შევზღუდავთ საკუთარ თავს თავიდანვე.