გაიცანით ჩვენი კომუნიკაციების ახალი მენეჯერი!

08 სექტემბერი 2016

ავტორი: qristina.parjiani

გაიცანით ჩვენი კომუნიკაციების ახალი მენეჯერი!

Social: 

გამარჯობა! მე ქრისტინა ფარჯიანი ვარ, ჯამპსტარტის გუნდის ახალი წევრი და კომუნიკაციების კოორდინატორი. ჯამპტარსტის საქმიანობას 2012 წლიდან ვადევნებდი თვალს და ყოველთვის მომწონდა ის საქმე, რასაც ეს გუნდი აკეთებდა, როგორ ცდილობდა მონაცემებისა და დიზაინის გამოყენებით საინტერესო ამბების  შექმნას.

 

შემთხვევა, რომელმაც ჯამპსტარტში მუშაობის დაწყების გადაწყევტილება მიმაღებინა, 2 წლის წინ მოხდა. გორში, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთერთი შეხვედრა, ტრადიციულად, სტალინის შესახებ დისკუსიაში გადაიზარდა. ახალგაზრდები უფროსი თაობის წარმომადგენლებს იმ ბოროტებაზე ესაუბრებოდნენ, რაც სტალინმა ჩაიდინა, თუმცა მათი არგუმენტები მოწინააღმდეგისთვის არადამაჯერებელი იყო. დისკუსიის დროს ერთერთმა მონაწილემ ჩანთიდან თაბახის ფურცელზე, საკმაოდ ცუდი ხარისხით დაბეჭდილი ჯამპსტარტის ვიზუალიზაცია ამოიღო. წყაროს მითითებით წაკითხულმა ფაქტებმა დისკუსიის მიმდინარეობა შეცვალა. ეს შემთხვევა გამახსენდა, როცა ჯამპსტარტის ვაკანსია ვნახე კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე და აპლიკაციის შევსების გადაყვწტილებაც მაშინვე მივიღე.  

 

პროფესიით ჟურნალისტი ვარ. დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცინერებათა ფაკულტეტი და GIPA-ს მედია მენეჯმენტისა და ჟურნალისტიკის სამაგისტრო პროგრამა. 2 წლის განმავლობაში ვმუშაობდი ტელეკომპანია ტაბულაში, რეპორტიორად. ძირითადად პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებს ვაშუქებდი.  ბოლო 1 წელი კი არასამთავრობო ორგანიზაცია "რეგიონის განვითარების ცენტრში" კომუნიკაციებისა და პროექტების მენეჯერი ვიყავი.  

 

ჯამპსტარტთან დაკავშირებით დიდი გეგმები მაქვს. მიყვარს ინფორმაციული, განსხვავებული ამბები, რომელსაც ჩვენი გუნდი ქმნის და მინდა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაცნო ისინი. მსურს, ჩვენს მკითხველთან კომუნიკაცია უფრო არაფორმალური და საინტერესო გავხადო. იმედი მაქვს, საქართველოს რეგიონებში მეტი აქტივობა გვექნება და ჯამპსტარტი ახალ მეგობრებს შეიძენს.

 

გამიზიარეთ თქვენი მოსაზრებები: რა მოგწონთ ჯამპსტარტში, რის გაუმჯობესებას ისურვებდით, როგორი ამბები და თემები გაინტერესებთ? შეგიძლიათ თქვენი რჩევები ჩვენს Facebook გვერდზე ან Feradi.info-ზე მომაწოდოთ.