გაიცანით ჯამპსტარტის ახალი აღმასრულებელი დირექტორი!

28 დეკემბერი 2016

ავტორი: elza.ketsbaia

გაიცანით ჯამპსტარტის ახალი აღმასრულებელი დირექტორი!

Social: 

ჯამპსტარტი ჩემთვის ახალი ეტაპია, მორიგი გამოწვევა და შესაძლებლობა. მანამდე დიდი ხანი ჟურნალისტიკაში ვიყავი. ყველა საფეხური გავიარე, რეპორტიორის ასისტენტობიდან პოლიტიკური თოქ-შოუს პროდიუსერობამდე. ოთხი წელი პროექტებს ვხელმძღვანელობდი ჩეხურ არასამათავრობო ორგანიზაცია Transitions Online-ში. ვეხმარებოდით ქართულ მედია ორგანიზაციებს და ჟურნალისტებს სოციალური მედიის საშუალებების გამოყენებაში, რომ მათი ვებგვერდები და სტატიები მარტივად ხელმისაწვდომი და გასაგები ყოფილიყო მომხმარებლისთვის.  

 

Transitions Online ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ახალი მედიის სპეციალისტები თბილისში ჩამოიყვანა და მედიასა და სამოქალაქო სფეროში მომუშავე ადამიანებს სხვა ქვეყნებში მიმდინარე ტენდენციები გააცნო. ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტების განხორციელებაში მივიღე მონაწილეობა, თუმცა ახალგაზრდებთან მუშაობა ჩემთვის ყველაზე საინტერესო და სასარგებლო იყო. ხშირად მათი ხედვები ახალი პროექტების შთაგონებაც გამხდარა.

 

ალბათ ყველას გაინტერესებთ, რატომ გადავწვიტე ჯამპსტარტში მუშაობა და  რატომ წამოვედი ჟურნალისტიკიდან. ჯამპსტარტი მაძლევს საშუალებას, შორს არ ვიყო ჩემი მთავარი გატაცებისგან - ჟურნალისტიკისგან. ასევე, შევიძინო ახალი გამოცდილება და ვიმუშაო ერთერთ ყველაზე შემოქმედებით გუნდთან, რომელსაც აქვს ამბიცია რომ ცვლილებების მოტანა შეუძლია. მე კი ძალიან მინდა,  ცვლილებების შუაგულში ვიყო.

 

ჯამპსტარტის საქმიანობას დიდი ხანია, შორიდან ვადევნებ თვალს. მიხარია, რომ იმ გუნდის წევრი ვხვდები, რომლის საქმიანობაც ჩემთვის სიახლეებთან და ცვლილებებთან არის დაკავშირებული.