გახდი ჯამპსტარტის აღმასრულებელი დირექტორი!

16 აგვისტო 2016

ავტორი: nino.macharashvili

გახდი ჯამპსტარტის აღმასრულებელი დირექტორი!

Social: 

ჯამპსტარტი აღმასრულებელი დირექტორის ვაკანსიას აცხადებს. ჩვენ ვეძებთ კანდიდატს, რომელსაც სურს, სოციალური პრობლემების გადასაწყვეტად გამოიყენოს კრეატიული დიზაინი, აქვს არასამთავრობო ორგანიზაციის მართვის გამოცდილება და სურს, იმუშაოს თბილისში.

ვინ ვართ ჩვენ

ჯამპსტარტ ჯორჯია ჩვეულებრივი არასამთავრობო ორგანიზაცია არაა.
 

ის 2009 წელს თბილისში დაარსდა და მას შემდეგ ქმნის ხელსაწყოებს, ვიზუალურად გამოსახავს ახალ ამბებს და ფართო აუდიტორიას აწვდის ამბებს, რომელიც სოციალური მნიშვნელობის საკითხებს ეხება. ჩვენ ვიკვლევთ თემებს მონაცემების გაანალიზებით და გარდავქმნით ისეთ მასალად, რომელიც ხალხის ყურადღებას იპყრობს. გასულ წელს ჩვენ ჩავატარეთ მიკროკომუნიკაციის კამპანიები ისეთ თემებზე, როგორებიცაა საგზაო უსაფრთხოება, არჩევნები, ჯანსაღი კვება და გენდერული საკითხები.
 

ჯამპსტარტის გუნდი  მკვლევარებისგან, დიზაინერებისა და პროგრამისტებისგან შედგება. ჩვენ ვამაყობთ იმ საქმით, რასაც ვაკეთებთ.

 

რას ვაკეთებთ

ბოლო სამი წლის განმავლობაში ჯამპსტარტმა ვიზუალურად გამოსახა 200-ზე მეტი ამბავი, რომლის ნახვაც შეგიძლიათ ჩვენს საიტზე feradi.info. ჩვენ ვქმნით:
 

ჩვენ აგრეთვე შევქმენით სხვადასხვა ონლაინ ხელსაწყო. StoryBuilder საშუალებას აძლევს ყველას, მარტივად შექმნას შერეული მედიის ტიპის ამბები. Xtraktr საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, ატვირთონ და გააანალიზონ კვლევის მონაცემები საიტის საშუალებით. სხვა ხელსაწყოების საშუალებით, შეგიძლიათ დააკვირდეთ საქართველოს არჩევნების შედეგებს, გააანალიზოთ სავალუტო გაცვლითი კურსი და განსაზღვროთ, შეგიძლიათ თუ არა ბინის ყიდვა.
 

ჯამპსტარტი მარტო არ მუშაობს. ის ეძებს ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებს, რათა, ღია მონაცემებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, სამოქალაქო ცხოვრებაში მოსახლეობის ჩართულობა გაზარდოს. მონაცემთა აკადემიის მეშვეობით, ჩვენ ვასწავლით არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებსა და აქტივისტებს, როგორ შეაგროვონ, გააანალიზონ, წარმოადგინონ მონაცემები უფრო ეფექტურად. ჩვენ ვმუშაობთ ისეთ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა საერთაშორისო გამჭვირვალობა, მეიდან TV, UNFPA საქართველო, UNICEF საქართველო, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური და ლიბერალი.
 

ჩვენ აღიარება მოვიპოვეთ ჩვენი საქმიანობისთვის. 2014 წელს ჯამპსტარტმა გაიმარჯვა Think Tanks-ის მონაცემთა ვიზუალიზაციის კონკურსში სტატიკური ვიზუალიზაციისთვის და 2015 წელს ფინალისტი გახდა მონაცემთა ჟურნალიტიკის ჯილდოების კონკურსში.  2015 წელს, ჩვენ მოვიგეთ ადამის ონლაინ მედია პრიზი ჩვენს პარტნიორ, ჩაი ხანასთან, ერთად. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჯამპსტარტს მიენიჭა  5-ვარსკვლავიანი შეფასება ფინანსური გამჭვირვალობისთვის.

ვის ვეძებთ
 

ჩვენ ვეძებთ აღმასრულებელ დირექტორს, რომელიც ჯამპსტარტის მიღწევებს კიდევ უფრო განავრცობს. ჩვენთვის სასურველი კანდიდატი გაუძღვება ჯამპსტარტს მომავალი განვითარებისკენ კომუნიკაციების გაუმჯობესებით, ფონდების მოძიებით, და ჩვენი მისიის შესაბამისი აქტივობებით. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, თუმცა პრიორიტეტს მხიარულებას, კრეატიულობასა და გუნდურ მუშაობას ვანიჭებთ. ჩვენ ველით, რომ მომავალი აღმასრულებელი დირექტორი ამ ღირებულებებს გაიზიარებს.

ძირითადი მოვალეობები

  • უზრუნველყოს ჯამპსტარტის აქტივობების მისიასთან და მიზნებთან შესაბამისობა

  • იყოს ჯამპსტარტის საჯარო სახე და წარადგინოს ის ოფიციალურ შეხვედრებზე

  • ზედამხედველობა გაუწიოს და იყოს პასუხისმგებელი ჯამპსტარტის კომუნიკაციაზე, ფინანსურ და სხვა სხვა სახის ოპერაციებზე

  • მოახდინოს ჯამპსტარტის ოპერაციების კოორდინირება ოპერაციების დირექტორთან

  • მოახდინოს ფინანსების კოორდინირება ფინანსურ მენეჯერთან

  • მოახდინოს ჯამპსტარტის კომუნიკაციების კოორდინირება  კომუნიკაციების გუნდთან

  • მოახდინოს კოორდინირება და მოიძიოს ფონდები

    • სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ხელისშეწყობით

    • მოიძიოს და საქმიანი ურთიერთობები ჩამოაყალიბოს დონორებთან

    • შესთავაზოს გუნდს ინოვაციური იდეები ფინანსების ზრდისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად

    • წეროს საგრანტო შეთავაზებები

  • აიყვანოს ახალი თანამშრომლების, რათა უზრუნველყოს ჯამპსტარტის ოპერაციებისა და აქტივობების წარმატებით შესრულება

  • საჭიროების შემთხვევაში, დონორებსა და კლიენტებს წარუდგინოს ნარატიული და ფინანსური ანგარიშები, ოპერაციების დირექტორთან და ფინანსურ მენეჯერთან შეთანხმებით

  • წარადგინოს ყოველთვიური აქტივობებისა და ფინანსური ანგარიშები დირექტორთა საბჭოსთან

 

კვალიფიკაცია
 

  • ორგანიზაციისა და თანამშრომლების ეფექტურად მართვის გამოცდილება, მათ შორის რამდენიმე წლიანი გამოცდილება პროექტების მენეჯმენტში

  • ორგანიზაციის მართვის უნარი, გუნდის მართვის შესაძლებლობით, სტარტეგიული მიზნების დასახვა და მიღწევა, ბიუჯეტის მართვა.

  • კარგი ურთიერთობების დამყარება სხვადასხვა სექტორებთან და კულტურებთან

  • ფონდების მოძიების დიდი გამოცდილება, მათ შორის დონორების მრავალფეროვანი პორტფოლიოს შექმნა, დაინტერესებული მხარის ჩართვის გაზრდის შესაძლებლობით

  • წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი, მათ შორის კარგი საჯარო მეტყველების უნარი

  • ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული, ინოვაციური მიდგომებით

  • ეფექტურად მუშაობის უნარი ადამიანთა განსხვავებულ ჯგუფებთან

  • დადებითი დამოკიდებულება, მისიაზე ორიენტირება და თვითმართვის უნარი

  • დროის მართვის უნარი

  • ქართულის ცოდნა ძლიერ სასურველია, რუსულის ცოდნაც ჩაითვლება უპირატესობად.

 

ხელფასი: 2500-3000 ლარი თვეში, გამოცდილების შესაბამისად

ბოლო ვადა: 15 სექტემბერი, 2016

გთხოვთ გამოაგზავნოთ ინგლისურ ენაზე შევსებული CV და სამოტივაციო წერილი, თუ რატომ გინდათ და რატომ უნდა იყოთ ჯამპსტარტის აღმასრულებელი დირექტორი შემდეგ მისამართზე: jobs@jumpstart.ge, 2016 წლის 15 სექტემბრამდე.  საგნის ველში მიუთითეთ “აპლიკაცია აღასრულებელი დირექტორის ადგილისთვის”.