ჯამპსტარტი კვლევის მონაცემების ანალიზისთვის ახალ ხელსაწყოს უშვებს

04 აპრილი 2016

ავტორი: jason.addie

ჯამპსტარტი კვლევის მონაცემების ანალიზისთვის ახალ ხელსაწყოს უშვებს

Social: 

Xtraktr - find, share, explore and visualized your data

ჯამპსტარტ ჯორჯიაში ბევრ დროს ვუთმობთ მონაცემთა მოძიებასა და ანალიზს, რათა გავაკეთოთ ინფოგრაფიკები, ინტერაქტიულიი ვიზუალიზაციები, მოვყვეთ ამბებს და შევქმნათ სხვადასხვა საჭირო ხელსაწყო. ზოგჯერ ჩვენ გამოკითხვის შედეგებსაც გადავაწყდებით, რომლებიც შენახულია სტატისტიკური პროგრამის ფაილებში (როგორებიცაა SPSS ან STATA), რისი გაანალიზება და დამუშავებაც ძვირადღირებულ პროგრამებსა და სტატისტიკის კარგ ცოდნას მოითხოვს.

ჯამპსტარტს უნდა შეეძლოს გამოკითხვის მონაცემების სწრაფად დამუშავება და ანალიზი, რათა შეაფასოს, არის თუ არა გარკვეული მონაცემები ღირებული. როგორც NGO-სთვის, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ანალიზი შეზღუდული ფინანსებით ვაწარმოოთ, უკეთეს შემთხვევაში კი - დანახარჯების გარეშე. სამწუხაროდ, ჩვენი მცდელობები, გამოგვეყენებინა უკვე არსებული ხელსაწყოები ინფორმაციის გასააანალიზებლად, წარუმატებელი აღმოჩნდა.

საბედნიეროდ, ეს პრობლემა თავისით გადაიჭრა მაშინ, როდესაც UNICEF-ის საქართველოს წარმომადგენლობა ჯამპსტარტს დაუკავშირდა სურვილით, მათი კვლევის მონაცემები ისე განთავსებულიყო ინტერნეტში, რომ საზოგადოებისთვის მარტივი ყოფილიყო ამ ინფორმაციის ანალიზი, ვიზუალურად გამოსახვა, გაზიარება და ა.შ. . ჩვენ დავინახეთ, რომ შესაძლებლობა გვქონდა, შეგვექმნა ხელსაწყო, რომელსაც გამოიყენებდა არა მხოლოდ UNICEF, არამედ ყველა, ვისაც გამოკითხვის მონაცემები აქვს და მისი ფართო საზოგადოებისთვის გაზიარება უნდა.

გამოსავალი იყო Xtraktr, უფასო ონლაინ ხელსაწყო, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ყველას, ვისაც გამოკითვის მონაცემები აქვს, ატვირთოს ეს მასალა, გააანალიზოს მარტივად  და ვიზუალურად გამოსახოს მიღებული შედეგები. Xtraktr-ის სტრუქტურაზე დაფუძნებით, ჩვენ შევქმნებით UNICEF-ის მონაცემთა პორტალი, რომელზეც ამჟამად განთავსებულია 13 კვლევა და 3 300 კითხვაზე მეტი, რომლის ანალიზი შეუძლია ყველას, ვისაც ინტერნეტთან წვდომა აქვს.

Xtraktr-ს მრავალი ფუნქცია აქვს, მას შეუძლია:

  • საშუალება მოგცეთ, დაარედაქტიროთ კითხვები და პასუხის ტექსტი, კითხვების დაჯგუფება და ა.შ.
  • მარტივად გამოსაყენებელი პლატფორმის შექმნა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ერთი ან რამდენიმე კითხვის გააანალიზება;
  • მონაცემების ვიზუალიზაცია სვეტოვანი დიაგრამებით, ჰისტოგრამებით ან რუკებით, რომელთა გადმოწერა და სხვა საიტებზე ჩასმაც შესაძლებელია;
  • საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადო არა მარტო კვლევის შედეგების ანალიზი, არამედ უშუალოდ კვლევის ნედლი მონაცემებიც.
  • შეგეძლოს კითხვარის ტექსტის თარგმნა იმდენ ენაზე, რამდენზეც მოისურვებ.
  • შექმნა ონლაინ არქივი, სადაც შეინახავ მონაცემთა კრებულს, რითაც თავიდან აირიდებ კომპიუტერის გაფუჭების შედეგად მონაცემების დაკარგვას.

ყველაზე მაგარი კი ის არის, რომ Xtraktr სრულიად უფასოა!!!

არ აქვს მნიშვნელობა, მონაცემების შემქმნელი ხარ, მომხმარებელი თუ ორივე, Xtraktr-ს შეუძლია დაგეხმაროს:

  • არასამთავრობო ორგანიზაციებს - გააანალიზოთ თქვენი მონაცემები ძვირადღირებული პროგრამების გარეშე.
  • მედია ორგანიზაციებს - გადმოწეროთ მონაცემთა ვიზუალიზაციის გრაფიკები და გაამრავალფეროვნოთ თქვენი გადაცემები და ონლაინ სტატიები.
  • უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ლექტორებს - გააანალიზოთ თქვენი მონაცემები, სტატისტიკის დიდი ცოდნის გარეშე.
  • მთავრობებს - თარგმნოთ მონაცემები თქვენი ყველა ამომრჩევლის ენაზე.

მეტი ინფორმაციისთვის, თუ როგორ შეიძლება დაგეხმაროთ Xtraktr, დამიკავშირდით ელ. ფოსტით: jason.addie@jumpstart.ge

Xtraktr კვლავ აქტიური დამუშავების პროცესშია, ასე რომ, თუ გაქვთ გარკვეული რჩევები დამატებითი ფუნქციების შესახებ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ!

 

პროექტი/პროექტები: