ჯამპსტარტი მოხალისეებთან ერთად არჩევნების შედეგებს დაითვლის

27 სექტემბერი 2016

ავტორი: eric

ჯამპსტარტი მოხალისეებთან ერთად არჩევნების შედეგებს დაითვლის

Social: 

9-10 ოქტომბერს ჯამპსტარტი აწყობს ღონისძიებას ფრონტლაინ კლუბში იმისათვის, რომ 2016 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების  ყველა საუბნო საარჩევნო ოქმები გააციფრულოს და არჩევნების მონაცემები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს.

 

არჩევნების დროს, ხალხი ტელევიზიით იგებს, რომელმა კანდიდატმა გაიმარჯვა თითოეულ ოლქში, ხოლო ცესკო ამ ინფორმაციის რეგულარულ განახლებას უზრუნველყოფს მას  შემდეგ, რაც უბნები დაიხურება. ამისათვის ცესკო  თითოეული ოლქის ყველა უბნის მონაცემებს აჯამებს.  თუმცა, ცესკო უბნების მონაცემებს არჩევნების დასრულებიდან მხოლოდ 20 დღის შემდეგ აქვეყნებს, მას შემდეგ, რაც არჩევნების შედეგები უკვე გადაწყვეტილია.

 

მთავარი გამოწვევა სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის ისეთი კვლევების ჩატარებაა, რომლებიც ხაზს გაუსვამენ პრობლემურ სფეროებს, ამისათვის ოლქების ინფორმაცია არ  გამოდგება, საჭიროა უბნების მონაცემები.

 

მაგალითად, თუ გინდათ, იცოდეთ, არსებობს თუ არა უბნები, სადაც ხმების რაოდენობა ბიულეტენების რაოდენობაზე მეტია, რაც დარღვევაა და არ უნდა ხდებოდეს, თქვენ დაგჭირდებათ საუბნო კომისიის მონაცემები, არა - ოლქის.  ორგანიზაციები სხვა მიმართულებებსაც ამოწმებენ იმისათვის, რომ გამოკვეთონ სფეროები, რომლებიც გამოძიებას საჭიროებენ და აღმოაჩინონ, სად არ არის გაყალბების მაღალი რისკი. მათ ყველა უბნის მონაცემები სჭირდებათ და არა ოლქის.

 

როგორც სამოქალაქო  ორგანიზაცია, ჯამპსტარტი ხშირად ცდილობს, იპოვოს გზები, ამ სახის გამჭვირვალობის ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ამისათვის ჩვენ ტექნოლოგიებს ვიყენებთ. წელს ჯამპსტარტი ქმნის ინსტრუმენტს, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა მსურველს, დაგვეხმაროს უბნების მონაცემების შეგროვებაში. ეს მონაცემები ატვირთულია ცესკო-ს ვებ გვერდზე, როგორც დასკანერებული დოკუმენტები, ჩვენ კი ისე გარდავქმნით მას, რომ ორგანიზაციებს შეეძლოთ ინფორმაციის დროულად გაანალიზება - სანამ არჩევნების შედეგები გადაწყდება. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და მოხალისეების მხარდაჭერით, როგორც საქართველოდან, ასევე, მთელი მსოფლიოდან, ჯამპსტარტი გეგმავს, გააციფრულოს ყველა უბნის მონაცემი ხმის მიცემის დასრულებიდან 48 საათის განმავლობაში. მონაცემების გაციფრულება ოქმში დაფიქსირებული ციფრების წაკითხვასა და მათ სპეციალურ ფორმაში გადატანას გულისხმობს.

 

ჯამპსტრატისთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი სახის მხარდაჭერა ამ საქმეში. თქვენი დროის დათმობით და თუნდაც მცირე რაოდენობით საუბნო საარჩევნო ოქმების გაციფრულებით მიზნის მიღწევაში დაგვეხმარებით. არჩევნების ღამეს მონაცემების ჩამოტვირთვა შესაძლებელი იქნება ნებისმიერისთვის და რეგულარულად განახლდება საარჩევნო პორტალი,  (http://elections.jumpstart.ge/ka) რომელიც მოსახლეობას მარტივი ვიზუალით აჩვენებს, რას ნიშნავს მონაცემები.

 

დაგვეხმარე, დავრწმუნდეთ, რომ შენი ხმა ჩაითვალა. დაგვეხმარე დათვლაში!

ღონისძიებაში მონაწილეების მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია: bit.ly/Icounted