ჯამპსტარტი პროგრამირების ინსტრუქტორის ვაკანსიას აცხადებს!

26 აგვისტო 2016

ავტორი: qristina.parjiani

ჯამპსტარტი პროგრამირების ინსტრუქტორის ვაკანსიას აცხადებს!

Social: 

ბანაკის თარიღი: ივლისი  2017

 

 

Gogo Code-ის შესახებ

საქართველოში ქალები და გოგონები კულისებს მიღმა რჩებიან მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის სფეროებში. შედეგად,  ამ სფეროებში დამსაქმებლებს კვალიფიციური თანამშრომლების პოვნა უჭირთ. პროგრამა Gogo Code შეეცდება ამ უთანასწორობის აღმოფხვრას მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროებში გოგონების ჩართულობის წახალისებით. 14-16 წლის 30 გოგონა საქართველოდან მონაწილეობას მიიღებს მეცნიერებისა და პროგრამირების აქტივობებში, ისინი აიმაღლებენ ცნობიერებას პოტენციურ კარიერულ შესაძლებლობებზე, გახდებიან უფრო თავდაჯერებულები და გაიფართოვებენ სანაცნობო წრეს. კურსი ლექციებსა და პატარა ჯგუფურ დისკუსიებს მოიცავს. გოგონები სამეცნიერო სფეროში პრაქტიკულ გამოცდილებას გუნდური თამაშებითა და აქტივობებით შეიძენენ.  ბანაკის დასრულების შემდეგ მონაწილეები, პროგრამირების გამოყენებით, შეასრულებენ ტექნიკურ პროექტებს, რათა მათ გარშემო არსებული საზოგადოება გააუმჯობესონ და ბანაკში შეძენილი ცოდნა თანატოლებს გაუზიარონ.

 

სამუშაოს აღწერილობა

ჩვენ ვეძებთ კურიკულუმის შემმუშავებელს/ინსტრუქტორს, რომელიც იმუშავებს ჯამპსტარტის თანამშრომლებთან ერთად. ბანაკის სამუშაო ენა ქართულია. მონაწილეები 10-15 გოგონასგან შემდგარ ჯგუფებად დაიყოფიან, რომ სწავლების პროცესი უფრო მარტივი იყოს. ბანაკის დაწყებამდე ინსტრუქტორი მოამზადებს გაკვეთილების გეგმებსა და სასწავლო მასალებს პროგრამირებასა და კომპიუტერულ მეცნიერებაში, მათ შორის ცვლადების, პირობითი ოპერატორებისა და ციკლების ცნებებზე, ისევე როგორც, HTML-სა და CSS-ზე. ინსტრუქტორი, ასევე, პასუხისმგებელი იქნება, ჩაატაროს მინიმუმ ერთი ჯგუფური გაკვეთილი ყველა მონაწილისთვის. ინსტრუქტორს, ბანაკის მსვლელობისას, დახმარებას გაუწევენ ჯამპსტარტ ჯორჯიას თანამშრომლები და მოხალისეები.

გაკვეთილების დაგეგმვისა და ჩატარების პასუხისმგებლობის გარდა, ინსტრუქტორი უნდა გამოირჩეოდეს ენთუზიაზმით და იყოს პოზიტიური მაგალითი ბანაკის მონაწილეებისთვის. მან, ბანაკის ადმინისტრაციასთან ერთად, უნდა უზრუნველყოს ბანაკის წესების დაცვით ჩატარება. ბანაკის დასრულების შემდეგ ინსტრუქტორი განაგრძობს მენტორობას და მონაწილეებს დაეხმარება, განახორციელონ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული საზოგადოებრივი პროექტები.

ბანაკის დამთავრების შემდეგ ინსტრუქტორს მოეთხოვება, პერიოდულად დაუკავშირდეს  ბანაკის წევრებს, წაახალისოს ისინი და პროექტების განვითარებაში დაეხმაროს, ასევე, უხელმძღვანელოს ექსკურსიებს საქართველოს მასშტაბით არსებულ ტექ. ორგანიზაციებში  და ხელი შეუწყოს Gogo Code-ის კურსდამთავრებულთა პროექტის შექმნასა და განვითარებას. ეს ინიციატივა Gogo Code-ის განუყოფელი ნაწილია, რომელიც  გოგონებს ბანაკში ნასწავლის გამოყენებაში წაახალისებს, რათა ჩამოყალიბდნენ ლიდერებად როგორც მეცნიერებაში, ასევე, თავიანთ საზოგადოებაში.

და ბოლოს, კანდიდატმა უნდა იმუშაოს ჩვენს კოორდინატორებთან დაგეგმოს და ორგანიზება გაუწიოს Gogo Code-ს, მათ შორის დაეხმაროს აპლიკაციების შერჩევაში, ბანაკის დაჯავშნასა, და ზოგიერთი ლოჯისტიკურ საკითხში.

 

მოთხოვნები

  • ბაკალავრის დიპლომი ან 2-წლიანი გამოცდილება კომპიუტერულ მეცნიერებაში ან ვებ დიზაინში
  • გაკვეთილების ჩატარების გამოცდილება სკოლის მოსწავლეებთან ან ზრდასრულ პრაქტიკოსებთან
  • ქართული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა
  • ჯამპსტარტ ჯორჯიას ქართველ თანამშრომლებთან მუშაობის უნარი
  • პროფესიონალიზმი
  • გაკვეთილების დროული მომზადებისა და წარმართვის უნარი
  • ბანაკის მონაწილეებთან და სხვა ლიდერებთან თანამშრომლობის უნარი

 

ინსტრუქტორის მოვალეობები

  • სულ მცირე 6 1-საათიანი გაკვეთილის გეგმისა და სასწავლო მასალების მომზადება პროგრამირებასა და კომპიუტერულ მეცნიერებაში, მათ შორის ცვლადების, პირობითი ოპერატორებისა და ციკლების ცნებებზე, ისევე, როგორც HTML-სა და CSS-ზე
  • 10-15 გოგოსგან შემდგარი ჯგუფებისთვის გაკვეთილების ჩატარება 10 დღის განმავლობაში
  • ერთი ან ორი ჯგუფური გაკვეთილის ჩატარება ბანაკის ყველა წევრისთვის
  • დილის ვარჯიშებსა და საღამოს აქტივობებში მონაწილეობის მიღება
  • ბანაკის განმავლობაში პოზიტიურობისა და ენთუზიაზმის შენარჩუნება
  • იყოს მისაბაძი მაგალითი ბანაკის მონაწილეებისთვის
  • ბანაკის წესების აღსრულება
  • ბანაკის შემდეგ მონაწილეების მენტორობა საზოგადოებრივი პროექტის განხორციელებისას

 

ადმინისტრაციული მოვალეობები

  • ჯამპსტარტის კოორდინატორების დახმარება მონაწილეების განცხადებების მიღებისა და შერჩევის პროცესში
  • ჯამპსტარტის კოორდინატორების დახმარება ბანაკის დაგეგმვასა და დაჯავშნაში
  • ჯამპსტარტის კოორდინატორების დახმარება ბანაკის მართვაში

 

ანაზღაურება

  • 500$ კურიკულუმის შექმნაში
  • 500$ კურიკულუმის ტესტირებაში
  • 500$ სწავლებასა და ბანაკის მეთვალყურეობაში
  • 500$ ბანაკის შემდეგ მენტორობაში

ჯამში 2000$ დარიცხული (საშემოსავლოს ჩათვლით)

 

ინსტრუქტორის განრიგი

ბანაკის დაწყებამდე:

  • კომპიუტერული მეცნიერებების კურიკულუმის შექმნა
  • სასწავლო პროგრამის გადახედვა და ტესტირება 4 სხვადასხვა ლოკაციაზე
  • ბანაკის მონაწილეების შერჩევაში მონაწილეობა (აპლიკაციების წაკითხვა, გარკვეული კრიტერიუმების საფუძველზე შეფასება, შერჩეულ აპლიკანტებთან დაკავშირება)
  • ბანაკის დაწყებამდე შესაბამისი სახელმძღვანელოს გაცნობა
  • მასალების მომზადება ჯგუფური გაკვეთილებისთვის

ბანაკის განმავლობაში (ივლისი 2017):

  • პროგრამირების გაკვეთილებისთვის მზადყოფნა
  • ჯგუფურ გაკვეთილებზე დასწრება
  • ბანაკის მონაწილეებთან პოზიტიური დამოკიდებულების დამყარება
  • დილის ვარჯიშებსა და საღამოს აქტივობებში ენთუზიაზმით დახმარება
  • ბანაკის წესების დაცვა და აღსრულება
  • საჭიროების შემთხვევაში, ოთახში შუქების შემოწმება

ბანაკის შემდეგ (ივლისი-დეკემბერი 2017):

  • ბანაკის მონაწილეების მენტორობა მათ საზოგადოებრივ პროექტებზე
  • შეხვედრებსა და ვიზიტებში მონაწილეობის მიღება

 

 

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 23 სექტემბერი, 2016

გთხოვთ გამოაგზავნოთ ინგლისურ ენაზე შევსებული CV და სამოტივაციო წერილი, თუ რატომ გინდათ პროგრამირების ინსტრუქტორად მუშაობა GoGo Code-ის პროექტში და გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: jobs@jumpstart.ge, 2016 წლის 23 სექტემბრამდე.  საგნის ველში მიუთითეთ “application for curriculum developer/instructor”.