ჯამპსტარტი უმცროს დიზაინერს ეძებს!

18 აგვისტო 2016

ავტორი: qristina.parjiani

ჯამპსტარტი უმცროს დიზაინერს ეძებს!

Social: 

ვინ ვართ ჩვენ

ჯამპსტარტი ჩვეულებრივი არასამთავრობო ორგანიზაცია არაა.

 

ის 2009 წელს თბილისში დაარსდა და მას შემდეგ ქმნის ხელსაწყოებს, ვიზუალურად გამოსახავს ახალ ამბებს და ფართო აუდიტორიას აწვდის ამბებს, რომელიც სოციალური მნიშვნელობის საკითხებს ეხება. ჩვენ ვიკვლევთ თემებს მონაცემების გაანალიზებით და გარდავქმნით ისეთ მასალად, რომელიც ხალხის ყურადღებას იპყრობს. გასულ წელს ჩვენ ჩავატარეთ მიკროკომუნიკაციის კამპანიები ისეთ თემებზე, როგორებიცაა საგზაო უსაფრთხოება, არჩევნები, ჯანსაღი კვება და გენდერული საკითხები.

 

ჯამპსტარტის გუნდი  მკვლევარებისგან, დიზაინერებისა და პროგრამისტებისგან შედგება. ჩვენ ვამაყობთ იმ საქმით, რასაც ვაკეთებთ.

 

რას ვაკეთებთ

 

ბოლო სამი წლის განმავლობაში ჯამპსტარტმა ვიზუალურად გამოსახა 200-ზე მეტი ამბავი, რომლის ნახვაც შეგიძლიათ ჩვენს საიტზე feradi.info. ჩვენ ვქმნით:

 

ჩვენ აგრეთვე შევქმენით სხვადასხვა ონლაინ ხელსაწყო. StoryBuilder საშუალებას აძლევს ყველას, მარტივად შექმნას შერეული მედიის ტიპის ამბები. Xtraktr საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, ატვირთონ და გააანალიზონ კვლევის მონაცემები საიტის საშუალებით. სხვა ხელსაწყოების საშუალებით, შეგიძლიათ დააკვირდეთ საქართველოს არჩევნების შედეგებს, გააანალიზოთ სავალუტო გაცვლითი კურსი და განსაზღვროთ, შეგიძლიათ თუ არა ბინის ყიდვა.

ჯამპსტარტი მარტო არ მუშაობს. ის ეძებს ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებს, რათა, ღია მონაცემებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, სამოქალაქო ცხოვრებაში მოსახლეობის ჩართულობა გაზარდოს. მონაცემთა აკადემიის მეშვეობით, ჩვენ ვასწავლით არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებსა და აქტივისტებს, როგორ შეაგროვონ, გააანალიზონ, წარმოადგინონ მონაცემები უფრო ეფექტურად. ჩვენ ვმუშაობთ ისეთ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა საერთაშორისო გამჭვირვალობა, მეიდან TV, UNFPA საქართველო, UNICEF საქართველო, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური და ლიბერალი.

ჩვენ აღიარება მოვიპოვეთ ჩვენი საქმიანობისთვის. 2014 წელს ჯამპსტარტმა გაიმარჯვა Think Tanks-ის მონაცემთა ვიზუალიზაციის კონკურსში სტატიკური ვიზუალიზაციისთვის და 2015 წელს ფინალისტი გახდა მონაცემთა ჟურნალიტიკის ჯილდოების კონკურსში.  2015 წელს, ჩვენ მოვიგეთ ადამის ონლაინ მედია პრიზი ჩვენს პარტნიორ, ჩაი ხანასთან, ერთად. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჯამპსტარტს მიენიჭა  5-ვარსკვლავიანი შეფასება ფინანსური გამჭვირვალობისთვის.

 

ვის ვეძებთ

ჩვენ ვეძებთ უმცროს დიზაინერს, რომელიც  გააგრძელებს ჯამპსტარტისთვის დამახასიათებელი გემოვნებიანი დიზაინით ვიზუალიზაციების შექმნას ინფოგრაფიკების, ფაქტოგრაფების, ინტერაქტიული თუ სხვა ვიზუალური მასალის სახით. ჩვენთვის მისაღებ კანდიდატს უნდა შეეძლოს  როგორც დამოუკიდებლად, ასევე, გუნდურად მუშაობა, უნდა ჰქონდეს სურვილი, გაიზიაროს ჩვენი დიზაინერების გუნდის გამოცდილება და ისწავლოს მათგან. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, თუმცა პრიორიტეტს მხიარულებას, კრეატიულობასა და გუნდურ მუშაობას ვანიჭებთ. ჩვენ ველით, რომ უმცროსი დიზაინერი ამ ღირებულებებს გაიზიარებს.

 

მოვალეობები:

 

   * იმუშაოს დიზაინერების გუნდთან და კოორდინატორებთან ინფოგრაფიკების, ფაქტოგრაფებისა და ვებსაიტების შესაქმნელად

   * შექმნას გრაფიკული მასალები ჯამპსტარტის ვებსაიტისთვის, სოციალური მედიისთვის, ნიუსლეთერისთვის და ა.შ.

   * დაამუშაოს ფოტოები სოციალური მედიისთვის, ვებსაიტებისთვის და ბეჭდვისთვის

   *  ჩაერთოს ოფისში მიმდინარე განხილვებში, შეაფასოს და თავადაც გამოთქვას აზრი სხვადასხვა იდეის გარშემო

 

კვალიფიკაცია:

 

   * კარგი წერითი და სალაპარაკო ქართული

   * ინგლისურის სამუშაო დონეზე ცოდნა

   * Adobe Photoshop-სა  და Adobe Illustrator-ში მუშაობის გამოცდილება

   * თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა, მათ შორის სფრედშითები (Excel ან Google Sheets) დიაგრამებისა და ვიზუალიზაციებისთვის

   * მონაცემების და ტექნოლოგიების ინტერესი და სიყვარული

   * სწავლის სურვილი

   *  ინიციატივის გამოჩენის უნარი და, შენიშვნების გათვალისწინებით, იდეებისა და გადაწყვეტის პრაქტიკული განვითარება

 

 

ხელფასი: 700-800 ლარი თვეში, გამოცდილების შესაბამისად

ბოლო ვადა: 10 სექტემბერი 2016

გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია.