მონაცემთა ვიზუალიზაცია ადვოკატირებისთვის: ახალი პარტნიორები, ახალი პროექტები

15 აპრილი 2014

ავტორი: cristina

მონაცემთა ვიზუალიზაცია ადვოკატირებისთვის: ახალი პარტნიორები, ახალი პროექტები

Social: 

გასული რამდენიმე თვის განმავლობაში, ჯამპსტარტ ჯორჯია ახორციელებს პროექტს „მონაცემთა ვიზუალიზაცია ადვოკატირებისთვის“. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ გავერთიანდით ოთხ ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან, რათა მათ ადვოკატირების კამპანიებს შევმატოთ ღირებულება მონაცემთა ანალიზისა და ვუზუალიზაციის გზით. გარდა იმისა, რომ ჩვენს პარტნიორებს უტარდებათ ყოველთვიური ტრენინგები და, ასევე, ვაწვდით საგანმანათლებლო ლიტერატურას იმისათვის, რომ მათი ადვოკატირების კამპანია გახდეს ეფექტური მონაცემთა გამოყენების საშუალებით,  მათ, ასევე, დახმარებას უწევენ ჩვენი ექსპერტები მონაცემთა შეგროვების, ანალიზისა და ვიზუალიზაციის სფეროში. მომავალი თვეების განმავლობაში, ჩვენ ვგეგმავთ რამდენიმე ინტერაქტიული ინსტრუმენტის შექმნას, რომელიც დაეხმარება ჩვენს პარტნიორებს თავიანთი კამპანიის უფრო ეფექტურად განხორციელებაში.
 

იღბლიანი ორგანიზაციები, რომლებიც ამჟამად ჯამპსტარტ ჯორჯიას პარტნიორები არიან:

 

1. ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის არის ორგანიზაცია, რომლის მისიაა შეზღული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ადვოკატირება მათთვის საზოგადოებრივი სიკეთეზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის.

 

2. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“  არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც  მოწოდებულია, გაზარდოს ინდივიდებისა და საზოგადოების როლი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობასა და დემოკრატიის გაძლიერებაში, გააუმჯობესოს იძულებით გადაადგილებული და სხვა სოციალურად დაუცველი პირების სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების პირობები შესაძლებლობათა განვითარებისა და თავდაჯერებულობის ხარისხის ამაღლების გზით.

 

 

3. Coop.ge არის სოციალური საწარმო, რომელიც ფოკუსირებულია გარემოს დაცვაზე და ნარჩენების გადამუშავების სისტემის დანერგვაზე საქართველოში.

4. „თბილისის ჰამქარი“ არის ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს ისტორიული შენობებისა და უბნების დაცვას თბილისში.

 

პროგრამა/პროგრამები: