მონაცემთა ვიზუალიზაცია ადვოკატირებისთვის: გამოსადეგი ჩამონათვალი

21 იანვარი 2014

ავტორი: cristina

მონაცემთა ვიზუალიზაცია ადვოკატირებისთვის: გამოსადეგი ჩამონათვალი

Social: 

თუ თქვენ წარმოადგენთ  დიდ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ცნობადია საზოგადოების ფართო მასებისთვის, ან მცირე ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციას, ნებისმიერ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ მცირე დახმარება, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ორგანიზაციის კამპანია ეფექტურია  სამიზნე აუდიტორიისთვის  გზავნილის მიწოდებაში. მაშინ როცა კამპანიის მონაწილეები, მთავრობები და დონორები უფრო და უფრო გათვითცნობიერებულები ხდებიან მონაცემების ძალაში,  შესაძლოა, რთული იყოს, გაერკვე იმაში, თუ რა შესაძლებლობებს ფლობს თქვენი ორგანიზაცია ამ კუთხით. რა მონაცემები არის დამაჯერებელი? როგორ უნდა მართო იგი? როგორ შეიძლება უკეთ წარვადგინოთ იგი და რომელი აუდიტორია მოვიცვათ? არსებითად, თუ როგორ შეიძლება მონაცემები უკეთ იყოს გამოყენებული თქვენი ადვოკატირების კამპანიისთვის?

 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მონაცემების ვიზუალიზაცია არის ეფექტური კომუნიკაციის საწინდარი. ვიზუალიზაცია დაგეხმარებათ, აღმოაჩინოთ კავშირი ნედლ მონაცემებს, ინფორმაციასა და იმ შეტყობინებებს შორის, რომელსაც თქვენი მონაცემები შეიცავს. მონაცემების ვიზუალიზაცია გაამყარებს თქვენს არგუმენტს და მას სიცხადეს შესძენს, რაც დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიმღებთა და სხვა სამიზნე ჯგუფების სწორი მიმართულებისკენ გადახრაში. ეს ყოველივე კი გაამყარებს თქვენს კამპანიას.

 

მომდევნო 12 თვის განმავლობაში ჯამპსტარტ ჯორჯია იმუშავებს შერჩეულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად, რათა დაეხმაროს მათ, გააუმჯობესონ მონაცემების, ტექნოლოგიისა და კრეატიულობის ინტეგრაციის  უნარი, და ამით მიაღწიონ დასახულ მიზნებსა და გაზარდონ გავლენის სფერო. ჩვენ გავაანალიზებთ თქვენს მონაცემებს და ვიზუალურად გამოვსახავთ მთავარ  სათქმელს, ასევე, დაგეხმარებით მნიშვნელოვანი გზავნილების ადვოკატირებაში, რათა  მიღწეულ იქნას თქვენი ორგანიზაციის მიზნები. მონაცემები შეიძლება გარდაიქმნას ინფორმაციად, ინფორმაცია - ცოდნად და ცოდნა - შეტყობინებად. მნიშვნელოვანი შეტყობინებები კი შესაძლებელია მოარგო და მიაწოდო სხვადასხვა აუდიტორიას, იქიდან გამომდინარე, თუ რა მიზნებს ემსახურება თქვენი ორგანიზაცია.   პროექტ ‘მონაცემთა ვიზუალიზაცია ადვოკატირებისთვის’ ფარგლებში,  ჩვენ დავეხმარებით სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ისწავლონ მედიისა და ტექნოლოგიების ალტერნატიული ფორმების გამოყენება, რაც მოიცავს ინფოგრაფიკებს, ანიმაციურ ვიდეოებსა და სხვას, რათა მონაცმეების ვიზუალიზაციით გაამყარონ თავიანთი საადვოკატიციო კამპანიები.

 

უფრო მეტიც, ჯამპსტარტი შემოგთავაზებთ ყოველთვიურ ტრენინგებს, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვის. სემინარები გაიმართება ევროპის სახლში 28 იანვარს. იმისათვის, რომ წარმოდგენა შეგექმნათ, თუ როგორ ხდება ვიზუალური მონაცემების ადვოკატირება, გაეცანით ქვემოთ მოყვანილ ჩამონათვალს:

 

მონაცემთა ადვოკატირების ჩამონათვალი:

 

  • გაქვთ ადვოკატირების მიზანი ან სტრატეგია?
     
  • გაქვთ თუ არა განსაზღვრული, ვინ გამოიყენებს თქვენს მონაცემებს?
     
  • იცით თუ არა, რა სამუშო უნდა შეასრულონ ამ მონაცემებმა?
    • თქვენი მონაცემები მიმართულია სამიზნე  ჯგუფის მობილიზებისკენ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ თუ კონტრარგუმენტის წარმოდგენისკენ?
       
  • არის თუ არა თქვენი მონაცემები სწორი?
     
  • გაქვთ თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ შეკრიბოთ და გაანალიზოთ მონაცემები?
     

იცით თუ არა იმ შემოქმედებითი გზების შესახებ, რომელთა საშუალებითაც შეძლებთ თქვენი მონაცემების შეფუთვას, რაც დაგეხმარებათ დაინტერესებულ მხარეებთან დაკავშირებასა და მათი ჩართულობის გაზრდაში?