პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გვპირდება ღია მთავრობას

14 ნოემბერი 2011

ავტორი: eric

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გვპირდება ღია მთავრობას

Social: 

2011 წლის 20 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილი შეუერთდა იმ 46 ქვეყანას, რომლებიც მხარს უჭერდნენ „პარტნიორობა ღია მმართველობისთვის“ (OGP) პრინციპებსა და ღირებულებებს. ამას მოჰყვა საგარეო საქმეთა მინისტ გრიგოლ ვაშაძის ღია წერილი, სადაც აღწერდა განზრახვას თუ რატომ ჩაერთდნენ OGP-ში.

მოხარულები ვართ, რომ პრეზიდენტმა, გრიგოლ ვაშაძემ და იუსტიციის სამინისტრომ გამოიჩინეს ინიციატივა და დადგნენ მსოფლიოს იმ ლიდერების გვერდით, რომლთაც ესმით მთავრობის გამჭვირვალობის, მოქალაქეების ჩართულობის და კორუფციის აღმოფხვრის მნიშვნელობა.

„პარტნიორობა ღია მმართველობისთვის“ არის ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს მათი პრინციპების წევრ ქვეყნებში ნებაყობლობით დანერგვას. მათი მთავარი მიზნებია:

  • გამჭვირვალობის ხელშეწყობა,
  • მოქალაქეების გაძლიერება,
  • კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და
  • ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით მმართველობის გაძლიერება.

საქართველოს ამ ინიციატივაში მონაწილეობა მოითხოვს, მთავრობამ იკისროს კონკრეტული ვალდებულებები, წარადგინოს სამოქმედო გეგმა და მოახდინოს პროგრესის რეგულარული შეფასება. ასევე საჭიროა ისეთი მექანიზმის არსებობა, რომლის დახმარებითაც საზოგადოება წვლილს შეიტანს ამ პროცესში, მთავრობას შეეძლება საზოგადოების უკუკავშირის და მოსაზრებების მიღება.

ეს ყველაფერი მოხდება ადგილობრივ დონეზე დაინტერესებული მხარეების ხელშეწყობით საქართველოში და საერთაშორისო დონეზე დაკვირვებით.

სამოქალაქო საზოგადოების როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა პარტნიორობამ რეალური გავლენა იქონიოს საქართველოს ღია და ანგარიშვალდებული მთავრობის შექმნის პროცესში.

იუსტიციის სამინისტრომ საჯაროდ წარმოადგინა ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შესაბამისი ღონისძიებები:

და მიესალმება უკუკავშირს 2011 წლის 25 ნოემბრამდე. ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ ჩვენი პასუხის ფორმულირებაზე.

თქვენი მოსაზრებები გაუგზავნეთ ოთარ კახიძეს (okakhidze@justice.gov.ge) ან ნინო სარიშვილს (nsarishvili@justice.gov.ge) იუსტიციის სამინისტროში.

ჩვენ მოხარულები ვართ და ველით OGP-ის ახალი წევრებისთვის გამართულ სამუშაო შეხვედრას, რომელიც გაიმართება 2011 წლის 7 დეკემბერს.

თქვენც შეგიძლიათ გაუწიოთ მიმდინარე პროცესებს და მთავრობის მიერ წარმოდგენილ გეგმას მონიტორინგი საერთაშორის გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ ამ მიზნით შექმნილ ვებ-საიტზე კომენტარების დატოვებით. 

პროგრამა/პროგრამები: 
კატეგორიები: