პროექტის მენეჯერის ვაკანსია

15 ნოემბერი 2012

ავტორი: eric

პროექტის მენეჯერის ვაკანსია

Social: 

ჯამპსტარტ ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას, საქართველოში ახალი ამბების ვიზუალიზაციის პროექტის მენეჯერის თანმდებობაზე.

პროექტის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიყევით ლინკს:

http://jumpstart.ge/ka/projects/visualizing-the-news-in-georgia

ჯამპსტარტ ჯორჯია გახლავთ ორგანიზაცია რომელიც ვირტუალურ სივრცეს იყენებს ანალიზისა და კვლევებისათვის რაც ასე მნიშვნელოვანია ყველა ორგანიზაციის მიზნებისათვის. ჯამპსტარტი (წარსულში ცნობილი როგორც კავკასიის ღია რუკები) ცნობილი გახდა ქვეყნის მასშტაბით ქუჩების მისამართების მოძიებით, შეგროვებით, აღწერითა და რაც მთავარია პირველად ეს ყველაფერი საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახდა. ჯამპსტარტ ჯორჯიას შესახებ დამატებიტი ინფორმაციისა და სიახლეებისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს: http://www.jumpstart.ge.

ზოგადი ინფორმაცია:

  • პოზიცია: პროექტის მენეჯერი
  • პროექტი: საქართველოში ახალი ამბების ვიზუალიზაცია
  • დონორები: ფონდი ღია საზოგადოება
  • ანგარიშ ვალდებულება: აღმასრულებელი დირექტორი
  • ადგილმდებარეობა: საქართველო, თბილისი
  • სამუშაო საათები: 10:00 - 18:00, ორშაბათი - პარასკევი
  • ანაზღაურება: (დამოკიდებულია კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე) 700 დოლარი

აპლიკანტმა უნდა გაითვალისწინოს რომ, ჯამპსტარტ ჯორჯია მუშაობს ერთ გუნდათ და საჭიროების შემთხვევაში თქვენ ხელი უნდა შეუწყოთ გუნდს პროექტის ფარგლებს გარეთ სხვა საქმიანობაშიც.

მოტივირებული, პრობლემების გადაჭრაში კრეატიული და პრდუქტიული აპლიკანტს ექნება შანსი ხელფასის ზრდისა და პროექტის შემდგომ საქმიანობის გაგრძელების.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • უნივერსიტეტის დიპლომი;
  • პროექტების ჩატარებისა და მართვის გამოცდილება;
  • ჟურნალისტიკისა ან კვლევის გამოცდილება, სასურველია ორივე ზემოთ აღნიშნული;
  • ინგლისური და ქართული ენის მაღალ დონეზე ფლობა;
  • გადატვირთული გრაფიკში მუშაობისა და ვადებში ჩატევის უნარი;
  • კრეატიულობა;
  • მონაცემთა მცოდნე;
  • ამოცანის დეტალებზე ყურადღების გამახვილება;
  • ინტერპერსონალური და კომუნიკაციის უნარის ფლობა;
  • ენთუზიაზმით, მოტივაციით აღსავსე და მიზნების მისაღწევად ალტერნატიული გზების მოძებნის უნარით;
  • სამუშაოს წარმატებით განხორციელებისათვის ახალი უნარებისა და ინსტრუმენტების ათვისება;
  • სწრაფი, პროფესიონალი და პუნქტუალური;
  • იყოს ჩართული ჯამპსტარტ ჯორჯია საერთო მისიასა და სამუშაოში!

განხილვას დაექვემდებარებიან მხოლოდ შემდეგი საბუთების მქონე აპლიკანტები:

  1. გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@jumpstart.ge და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება;
  2. ასევე სამოტივაციო წერილი რომელიც პასუხობს შემდეგ კითხვებს:
    • რატომ ფიქრობთ რომ თქვენ ხართ კარგი კანდიდატურა საქართველოში ახალი ამბების ვიზუალიზაციის პრექტის მენეჯერის თანამდებობაზე? რა გამოცდილება გაგაჩნიათ რაც წარმატებულს გხდით ამ კანდიდატურისათვის?
    • რატომ ფიქრობთ რომ ჯამპსტარტ ჯორჯიამ უნდა აგიყვანოთ თქვენ?
    • ჯამპსტარტ ჯორჯიას რა საქმიანობაა თქვენთვის მომხიბვლელი?

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@jumpstart.ge არა უგვიანეს 2012 წლის 30 ნოემბრის 18:00 საათზე. ინტერვიუზე დავიბარებთ ყველაზე კვალიფიციურ კანდიდატს. მოუთმენლად ველით არჩეულ კანდიდატს რომ გახდეს ჩვენი გუნდის წევრი.

ველით თქვენს გამოხამურებას.