პროგრამისტი გოგონები : ახალი ინიციატივა საქართველოში კოდირების მხარდასაჭერად

03 თებერვალი 2014

ავტორი: eric

პროგრამისტი გოგონები : ახალი ინიციატივა საქართველოში კოდირების მხარდასაჭერად

Social: 

წუხელ ქრისტინა მაზასა და ჩემი ორგანიზებით გაიმართა „პროგრამისტი გოგონების“  სემინარი, რომელიც, ვიმედოვნებთ, რომ პირველია  იმ მრავალრიცხოვანი სემინარებიდან, რაც ამ თემას მიეძღვნება.  რამდენადაც მე ვიცი, ეს მართლაც რომ პირველი ამ სახის სემინარია საქართველოში, მაგრამ მონაწილეობის მსურველთა  რაოდენობამ მოლოდინს გადააჭარბა - იმდენადაც კი, რომ ჩვენ მოგვიწია  დამსწრეთა რაოდენობაზე შეზღუდვის დაწესება ამ პირველ საცდელ სემინარზე.  ჩვენი მიზანია, შევქმნათ ხელისშემწყობი გარემო გოგონებისთვის, რათა მათ გაიგონ ცოტა რამ პროგრამირების შესახებ და ის, თუ როგორ შეიძლება ამ ცოდნის პროფესიასა თუ ყოველდღიურ ცხორებაში გამოყენება. სემინარზე დასწრება თავისუფალი იყო და ერთადერთი შეზღუდვა სქესს ეფუძნებოდა.

 

ჯგუფი, რომელიც გუშინდელ სემინარს ესწრებოდა,  მრავალფეროვანი იყო, როგორც ცოდნითა და გამოცდილებით, ასევე, მონაწილეობის მიზეზებით, თუმცა ყველა მათგანს მცირე შეხება ჰქონდათ კოდირებასთან. წარმოდგენილი გოგონებიდან ზოგიერთი ჟურნალისტი იყო, რომლებიც ამბობენ, რომ ჟურნალისტიკაში მზარდი მოთხოვნაა იმის ცოდნაზე, თუ როგორ უნდა იმუშაო მონაცემებთან და ამიტომაც კოდირება მნიშვნელოვანი იქნება მათი მომავალი კარიერისთვის. ზოგიერთი მათგანი პროექტის მენეჯერები და პროფესიონალები იყვნენ, რომლებიც აღიარებენ, რომ თუ მათ სურთ, იმუშაონ ტექნიკურ პროექტებზე, რომლებიც საგრძნობლად მომრავლდა ამ დღეებში, მნიშვნელოვანია ტექნიკოსთა ჯგუფის მართვა და იმის გაგება თუ რა სამუშოს ასრულებენ პროგრამისტები, ეს ყველაფერი კი პროექტის მართვისთვის აუცილებელი კომპონენტებია. იყვნენ ისეთები, ვისი აზრითაც,    ვები რაღაც მაგიური ძალით მუშაობს, ხოლო მათ სურთ, გაიგონ თუნდაც მცირედი ამ პროცესის შესახებ. ზოგს კი მიაჩნია, რომ კოდირება ახალი “მოდური“ ტრენდია და სურთ ამ მოვლენის ნაწილი გახდნენ.

 

ჩვენ, ჯამპსტარტში ვფიქრობთ, რომ არსებობს დიდი პოტენციალი ამ ტიპის სემინარებისთვის. ის ნამდვილად ავსებს ამ სფეროში არსებულ უზარმაზარ უფსკრულს, იმ დროს, როდესაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ჯერ კიდევ ცდილობს ტრადიციული განათლების სტანდარტების სხვა ქვეყნებთან შესაბამისობაში მოყვანას. ჯერჯერობით არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენად ეხმიანება საჯარო განათლება (როგორც სკოლებში, ასევე უნივერსიტეტებში) ბაზარზე მოთხოვნას, რადგან არ არსებობს მონაცემები, თუ რა არის მოთხოვნადი ბაზარზე.  საქართველო ტრანზიციას განიცდის. თუმცა, საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც შეზღუდული ბუნებრივი რესურსი გააჩნია, ამ შემთხვევაში კი მითუმეტეს მნიშვნელოვანია  ადამიანური რესურსი და შესაძლებლობები. ამის გათვალისწინებით, მეჩვენება, რომ განათლებამ უნდა ითამაშოს გადამწყვეტი როლი მდგრადი ეკონომიკური რესურსის განვითარებაში, რათა ქვეყანა კონკურენტუნარიანი გახდეს, როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ დონეზე.

 

 

კვირა საღამოობით ჩემი კოლეგის სასტუმრო ოთახში გოგონებისთვის პროგრამირების სწავლება თითქოს არ გამოდგება იმ პრობლემების გადასაჭრელად, რაც საქართველოს განათლების, ეკონომიკისა და გენდერული დისკრიმინაციის კუთხით აქვს, მაგრამ, მგონი, ჩვენ სწორედ ამას ვაკეთებთ.

 

 

პროგრამა/პროგრამები: 
პროექტი/პროექტები: 
კატეგორიები: