სასარგებლო რესურსი მონაცემთა ჟურნალისტებისათვის

27 თებერვალი 2014

ავტორი: cristina

სასარგებლო რესურსი მონაცემთა ჟურნალისტებისათვის

Social: 

 

2014 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით 20-კაციანი ჯგუფი, რომელთა შორის იყვნენ ჟურნალისტები, აქტივისტები, სტუდენტები და პროგრამისტები, შეიკრიბა ჯამპსტარტ ჯორჯიას ოფისში დოკუმენტური ფილმის ჩვენი ვალუტა ინფორმაციაა“ ჩვენებაზე. ფილმი ტაქტიკალ ტეკ კოლექტივის მიერ არის შექმნილი, რომელიც აშშ-ში  მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია და ორიენტირებულია ინფორმაციის ადვოკატირების კამპანიებში გამოყენებაზე. ეს ფილმი არის პირველი სერია დოკუმენტური ფილმების  ციკლისა „უხილავის გამოაშკარავება“, რომელიც იკვლევს სხვადასხვა ხერხებს, რასაც გამომძიებელი ჟურნალისტები, მონაცემთა ანალიტიკოსები  და ინფორმაციული აქტივისტები იყენებენ ორგანიზაციულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლაში, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დონეზე.

 

ფილმში „ჩვენი ვალუტა ინფორმაციაა“ ნაჩვენებია რუმინელი გამომძიებელ ჟურნალისტის, პოლ რადუს საქმიანობა რომელიც იძიებს საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის ქსელებს. საზღვრებს მიღმა ფულის გადინების რთული პროცესის გასამარტივებლად რადუმ და მისმა გუნდმა შექმნეს ვიზუალური საგამოძიებო სცენარები.  ჯამპსტარტის მსგავსად, რადუმ დაინახა კომპლექსური ინფორმაციის ვიზუალურად გადმოცემის გზით მისი აღქმადობის გამარტივების აუცილებლობა. დანაშაულებრივი ქსელების რუკაზე დატანით, ვიზუალურ საგამომძიებლო სცენარებმა რადუსა და მის გუნდს შესაძლებლობა მისცა, გაეგოთ და გაეანალიზებინათ დიდი რაოდენობით მონაცემები. ამ ტიპის რუკებით ხდება გარიგებების გამოაშკარავება, პოლიტიკოსების მიერ მართვადი ოფშორული კომპანიების აღმოჩენა და ისეთი მონაცემების შეგროვება, რაც ჟურნალისტებს მტკიცებულებებით უზრუნველყოფს. მაგრამ ეს ხერხი მხოლოდ ჟურნალისტების დასახმარებლად არ შექმნილა. იგი ასევე ხელს უწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას უკანონო გარიგებებზე, რომლებიც სცდება ქვეყნის საზღვრებს, მაგრამ გავლენას ახდენს ადგილობრივ მოსახლეობაზე. ჟურნალისტები იმედოვნებენ, რომ რაც უფრო მეტ ადამიანს ეცოდინება, თუ რა გავლენას ახდენს მათზე ამ ტიპის უკანონო ქმედებები, მათი ზეწოლა აიძულებს ადგილობრივ ხელისუფლებას, მიიღონ შესაბამისი ზომები.

 

 

ფილმის ჩვენების შემდეგ ჯამპსტარტის ოფისში გაიმართა დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში, სადაც დამსწრეებმა ფილმის შესახებ შთაბეჭდილებები ერთმანეთს გაუზიარეს  და განიხილეს, თუ როგორ შეიძლება ამ ტიპის ინსტრუმენტების, როგორიცაა ვიზუალური საგამომძიებლო სცენარი, საქართველოში დანერგვა და გამოყენება. სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხის წინ წამოწევის ფონზე, ყველა ერთხმად შეთანხმდა, რომ ამ სახის ხერხები უდაოდ საჭიროა დიდი მოცულობის მონაცემების გასაანალიზებლად მათთვის, ვინც დაინტერესებულია ჟურნალისტური გამოძიების ჩატარებით. ის მონაცემები, რომლებიც ხელმისაწვდომია ჟურნალისტებისთვის, არ არის ორგანიზებული ანალიზისთვის, მათი ვიზუალურად გამოახვისთვის ან ამბის გასაშლელად, აქედან გამომდინარე, ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ სხვადასხვა ხერხის გამოყენებით მათი შეგროვება და ისე წარმოდგენა, რომ ადვილად აღქმადი იყოს. მაგალითად, ჯამპსტარტ ჯორჯიას ჟურნალისტი ნინო მაჭარაშვილი კომპლექსური მონაცემების დასამუშავებლად იყენებს სხვადასხვა ხერხს, რომელიც საფუძლად ედება ჩვენ მიერ ყოველთვიურად გამოქვეყნებულ ვიზუალიზაციებს.

 

ამის გათვალისწინებით, ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე მაგალითი ნაკლებად ცნობილი ხერხებისა, რომელთა გამოყენებაც მონაცემთა ჟურნალისტებს და საინფორმაციო აქტივისტებს შეუძლიათ, რათა შეაგროვონ, გააანალიზონ და ვიზუალურად გამოსახონ მონაცემები.

 

1.                The Investigative Dashboard:  ინსტრუმენტი, რომელიც 2013 წლის ოქტომბერში გაეშვა და ბიზნეს ჩანაწერებს ხელმისაწვდომს ხდის ჟურნალისტებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პროგრამა შექმნილია გლობალური საგამოძიებო ჟურნალისტიკის ქსელის მიერ, Google იდეების დახმარებით. ვებსაიტი მოიცავს მოხალისეების მიერ შექმნილ მონაცემთა ბაზას, ათეულობით ჟურნალისტისა და სამოქალაქო ჰაკერების მიერ შეგროვებულ სარეგისტრაციო ჩანაწერებსა და სხვა მსგავს საჯარო ინფორმაციას. იგი ასევე ასრულებს ონლაინ მონაცემთა პორტალის ფუნქციას, სადაც წარმოდგენილია 400-ზე მეტი  მონაცემთა ბაზა 120 სხვადასხვა იურისდიქციულ ერთეულში. აქ თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია კერძო პირებსა და კორპორაციებზე მსოფლიოს მასშტაბით.

 

2.                Open Corporates: ყველასთვის ხელმისაწვდომი ვებგვერდი, სადაც თავმოყრილია კონსოლიდირებული ინფორმაცია კორპორაციების შესახებ. ამჟამად იგი გვაწვდის ინფორმაციას 211 653 სხვადასხვა იურიდიული პირის შესახებ 173 ქვეყანაში, მაგრამ მისი მთავარი მიზანია, შექმნას ინდივიდუალური ბმული (URL) მსოფლიოს ყველა კომპანიისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება ამბიციურ მიზნად ჩაითვალოს, შექმნიდან (2010 წელს) დღემდე საიტზე განთავსებულია რამდენიმე მილიონი კომპანიის მონაცემი, რაც მოიცავს 75 იურისდიქციასა და 55 მილიონ კომპანიას და მათი რიცხვი ყოველკვირეულად იზრდება. უფრო მეტად მონაცემებსა და ტექნიკურ საკითხებზე ორიენტირებული მომხმარებლისთვის, ვებგვერდზე წარმოდგენილია ნედლი მონაცემები და API-ის გვერდები.

 

3.                Google Fusion Tables: წარმოადგენს ონლაინ მონაცემთა ბაზას, რომელის გამოყენებაც შეუძლია Gmail-ის ანგარიშის მომხმარებელს Google Drive-ის გამოყენებით, ესაა შესანიშნავი საშუალება დიდი მოცულობის მონაცემთა მწკრივების გასაფილტრად და შესაჯამებლად. მას შემდეგ, რაც დაახარისხებთ თქვენს მონაცემებს, შეგიძლიათ შექმნათ სქემა, რუკა, ქსელური დიაგრამა და ადვილად გააზიაროთ თქვენ მიერ დამუშავებული მონაცემები. გარდა ამისა, ეს ხელსაწყო ასევე გამოიყენება სწრაფი და დეტალური რუკების შესაქმნელად, განსაკუთრებით მაშინ, როცა საჭიროა მიახლოების ფუნქციის გამოყენება. იგი ქმნის  ვიზუალს ისეთივე მაღალი რეზოლუციით, როგორც Google Map, მაგრამ მას ასევე შეუძლია დიდი რაოდენობით მონაცემების  გახსნა. უფრო მეტიც, ყველა მონაცემები რასაც Google Fusion-ში გამოიყენებთ, ინახება Google Drive-ზე, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ მარტივად გამოიყენოთ ეს პროგრამა ერთობლივი პროექტების განხორციელებისას.

 

4.                SQL: არსებობს რამდენიმე რელაციური მონაცემთა ბაზის მართვის სისტემები, მათ შორის, PostgreSQL-ი და MySQL-ი, რომელიც იყენებს  სტანდარტული შეკითხვის ენა (SQL), ამ სისტემების გამოყენება ხელსაყრელია, როდესაც თქვენი მონაცემები ინახება სხვადასხვა ცხრილებში ან როდესაც გსურთ ძალიან დიდი მონაცემების გაერთიანება. SQL-ი საშუალებას გაძლევთ მიუთითოთ მონაცემთა რა ნაწილის გამოყენება და რა ცვლილებები შეტანა გსურთ, ასევე ამ ცვლილებების ასახვა ხდება თქვენს მონაცემებთან დაკავშირებულ ყველა სხვა მონაცემთა ბაზაში. თქვენ მიერ განხორციელებული ქმედებების შენახვა სკრიპტის სახით არის შესაძლებელი, რომლის გამოყენებაც ავტომატურად შეგიძლიათ მომავალში.

 

რადგან აქ წარმოდგენილია მხოლოდ რამდენიმე ხერხი, რომელიც დაეხმარება მონაცემებზე ორიენტირებულ ჟურნალისტებსა და აქტივისტებს შეაგროვონ, შეინახონ, გააანალიზონ და ვიზუალურად გამოსახონ მონაცემები, ჩვენ გავაგრძელებთ სასარგებლო ხერხების შესახებ დისკუსიას და ტაქტიკალ ტეკის მიერ შექმნილი სერიის ფილმების ჩვენებას გავმართავთ: „ჩემი თვალსაზრისით“, რომელიც მოიცავს სირიის, ლიბანისა და პალესტინის DIY გამოძიებებს, და „უხილავი ომი“, რომელიც იკვლევს ფიზიკურ, მორალურ და პოლიტიკურ ასპექტებს აშშ-ის თვითმფრინავების ომს პაკისტანში. შემოგვიერთდით ხუთშაბათს, 6 მარტს და  მიიღეთ მონაწილეობა დისკუსიაში.

კატეგორიები: