ტრენინგი მონაცემთა ბაზის ანალიზში "R"-ის გამოყენებით

21 იანვარი 2013

ავტორი: eric

ტრენინგი მონაცემთა ბაზის ანალიზში "R"-ის გამოყენებით

Social: 

ხართ დაინტერესებული გაიგოთ მეტი როგორ შეისწავლოთ და გამოიყენოთ მონაცემები თქვენი მიზნების მისაღწევად? ხართ მონაცემთა ანალიზითა და ვიზუალიზაციით დაინტერესებული, მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება? გსურთ ინფორმაციის ჩვენება და ისტორიების გრაფიკულად მოყოლა?

16 თებერვლიდან, "ჯამპსტარტ ჯორჯია" უმასპინძლებს უფასო ტრენინგს, რომლის მეშვეობით შეგექმნებათ საერთო წარმოდგენა მონაცემთა ანალიზისა და მათი ვიზუალურად გამოსახვის შესახებ. ჩვენ განვიხილავთ მონაცემთა მოპოვების, ანალიზისა და "R"-ის გამოყენებით ვიზუალურად გამოსახვის ტექნოლოგიებს, „open source”-ის სტატისტიკურ და მონაცემთა ანალიზის ენას და სტრუქტურას, რის შედეგადაც ვიღებთ პროფესიონალურ ცხრილებსა და დიაგრამებს.

მოთხოვნები:

  • ელექტრონული ცხრილების კომპიუტერული პროგრამების: Excel, LibreOffice Calc ან Google Spreadsheets-ის ცოდნა;
  • ცნობისმოყვარეობა და კითხვების დასმის, ახალი უნარ-ჩვევების სწავლისა და საკუთარი თავის გამოცდის სურვილი;
  • ლეპტოპი*;

მონაწილეობის მიღება:

ადგილების რაოდენობა(15) შეზღუდულია,ამიტომ იჩქარეთ! მონაწილეობის მისაღებად გამოაგზავნეთ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელ.ფოსტის მისამართზეnino.iakobishvili@jumpstart.ge არა უგვიანეს 6 თებერვლისა.

განრიგი:

  • სესია 1: შაბათი, 16 თებერვალი, 2013, 11:00 - 13:00, "ჯამპსტარტ ჯორჯია"-ს ოფისში
  • სესია 2: შაბათი, 23 თებერვალი, 2013, 11:00 - 13:00, "ჯამპსტარტ ჯორჯია"-ს ოფისში
  • სესია 3: შაბათი, 2 მარტი, 2013, 11:00 - 13:00, "ჯამპსტარტ ჯორჯია"-ს ოფისში
  • სესია 4: შაბათი, 9 მარტი, 2013, 11:00 - 13:00, "ჯამპსტარტ ჯორჯია"-ს ოფისში

მხარდაჭერა:

სესიები კონცენტრირებული იქნება "R" (TryR by CodeSchool) - ის ონლაინ გაცნობით. ყველა სესიაზე მეთოდოლოგიურად ვიმუშავებთ მასალაზე და განვიხილავთ რა ხდება, რატომ ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ და გავცემთ თითოეული მონაწილის კითხვას პასუხს. ასევე გაიმართება ონლაინ მხარდაჭერის ფორუმი, რომ დასვათ შეკითხვები ნებისმიერ დროს სესიებს შორის, რომელსაც ყველა მონაწილე გამოიყენებს და დაეხმარება ერთმანეთს.

სერტიფიკატი:

ტრენინგის დამთავრების შემდეგ, ყველა მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს და ყველა მონაწილე შეავსებს შეფასების ფორმას.

ჩამოტვირთვა:

*თუ არ გაქვთ ლეპტოპი, რომელზეც შეიძლება "R"-ის დაინსტალირება, "ჯამპსტარტი" გათხოვებთ ნეტბუქს პროექტის განმავლობაში. ნეტბუქების რაოდენობა შეზღუდულია (7).

პროექტი/პროექტები: