ხელსაწყოების შექმნა მნიშვნელოვანი ამბების გადმოსაცემად

02 მაისი 2014

ავტორი: eric

ხელსაწყოების შექმნა მნიშვნელოვანი ამბების გადმოსაცემად

Social: 

ჩვენი თანამშრომლობის პროცესში საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ "აფხაზეთთან", რომელიც საქართველოს კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების გაუმჯობესებაზე მუშაობს, მივხვდით, რომ საჭირო იყო, ამბის თხრობის განსხვავებული მეთოდი გვეცადა. აქამდე ჩვენ, ძირითადად, მონაცემებზე ვმუშაობდით და სოციალური თემატიკის მონაცემებზე დაყრდნობით ვქმნიდით მეტწილად სტატიკურ ვიზუალიზაციებს. კარგი დიზაინით შექმნილი გრაფიკების გამოყენებით, რომლებიც კომპლექსურ ინფორმაციას მარტივად გადმოსცემდა, ჩვენ კომპლექსური ამბები ხელმისაწვდომი გავხადეთ ფართო აუდიტორიისთვის. თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩავთვალეთ, რომ საჭირო იყო, ამბავი გაგვეხადა უფრო ადამიანური. ჩვენ მისთვის უნდა მიგვეცა სახე.

თუმცა, ჩვენ არ გვინდოდა, საკუთარი თავი შეგვეზღუდა რომელიმე კონკრეტული საშულებით. ბოლოსდაბოლოს, 2014 წელია. ჩვენ ვიყენებთ ინტერნეტს. ამბის მოსაყოლად, შეგვიძლია, გამოვიყენოთ პროზა; ცხოვრების კადრის აღსაბეჭდად - ფოტოგრაფია; განწყობის გასავრცებლად - აუდიო ჩანაწერი. ცხოვრების მიმდინარეობის გასაზიარებლად - ვიდეო. ჩვენ შეგვიძლია მონაცემთა ანალიზიდან გამომდინარე რთული კონცეფციების სქემებისა და გრაფიკების გამოყენებით გადმოცემა და ჩვენ შეგვიძლია გამოვსახოთ გეოგრაფიული განაწილება რუკებზე. ჩვენ შეგვიძლია ამ ყველაფრის ნებისმიერ კომბინაციაში გამოყენება. მაშინ, თავიდანვე რატომ შევზღუდოთ ამბავი? თუ მაყურებელს საშუალებას მისცემ, გაეცნოს ამბავს სმენითი და ვიზუალური შთაბეჭდილებების გზით, მათ შესაძლებლობა უჩნდებათ, საკუთარი თავის ისეთ სამყაროში წარმოიდგინონ, რომელიც მათთვის სრულიად უცხოა. ამ გამოცდილებით მათ შეიძლება.

ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა New York Times-ის მიერ მოთხრობილმა ამბავმა „A Game of Shark and Minnow“ და მოგვცა მოტივაცია, გვეცადა პროცესის რეპლიკაცია. ჩამოსასქროლი ხმოვანი ამბავი, ფოტოგრაფია, ვიდეო და ტექსტური თხრობა სტატიას ხდის ლამაზსა და ამაღელვებელს. უფრო მეტიც, ეს იყო ჩვენი შესაძლებლობა, გაგვემეორებინა სტილი და ძირითადი ტექნოლოგია. ჩვენი დიზაინერი, ირაკლი ჭუმბურიძე, რომელიც ასევე შესანიშნავი ფოტოგრაფია, სიამოვნებით ჩაერთო პროექტში. ასევე ინტერესი გამოთქვა ჩვენმა ერთერთმა ვებ დეველოპერმა, ანტონ კამარიანმა. კონცეფციის სიღრმისეულად განხილვის პროცესში ნათელი გახდა, რომ ჩვენ ხშირად გამოვიყენებდით ამ მიდგომას მომავალში და მივხვდით, რომ ამ საკითხისთვის სხვაგვარად უნდა შეგვეხედა. ხომ არ შეგვექმნა კონტენტის მართვის მარტივი სისტემა (CMS), რომელიც საშუალებას გვაძლევს სწრაფად და ადვილად შექმნათ ასეთი ტიპის ამბები? და თუ ჩვენ ვიყენებთ CMS-ს, რატომ არ შეიძლება, რომ იგი სხვებმაც გამოიყენონ?

ასე შევქმენით StoryBuilder. ეს არ არის რაღაც არაჩვეულებრივი, მაგრამ ეს არის სრულად ფუნქციონალური ხელსაწყო, რომლის გამოყენებაც ახლა ნებისმიერ ჟურნალისტსა და ამბის მთხრობელს შეუძლია ამბის სენსორული, შერეული მედიის საშუალებით გადმოსაცემად. უფრო მეტიც, ეს ამბები არ არის ჩაკეტილი CMS-ში. თქვენ შეგიძლიათ, შექმნათ ამბავი და შემდეგ, თქვენი სურვილისამებრ, დააექსპორტოთ ფაილი და განათავსოთ ნებისმიერ, თქვენთვის სასურველ ვებგვერდზე. ასევე, მთელი პროგრამა არის სრულიად ღია წყარო და ყველას, იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, ჟურნალისტი, აქტივისტი თუ რიგითი ადამიანი, შეუძლია დააყენოს საკუთარი ან საზოგადო StoryBuilder-ის აპლიკაცია და გამოიყენოს იგი უფასოდ.

იმედი გვაქვს, რომ ეს არის კიდევ ერთი ხელსაწყო, რომელიც დაეხმარება ჟურნალისტებს საქართველოში და არა მარტო აქ, გადმოსცენ ინოვაციური და საინტერესო ამბები. მაგრამ მაშინაც კი, თუ არავინ გამოიყენებს ამ აპლიკაციას, ჩვენ მისი საშუალებით მოვყვებით უამრავ საინტერესო ისტორიას, მათ შორის ამბავს იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ.

პროგრამა/პროგრამები: