ბლოგი

16 აგვისტო 2016

მნიშვნელოვანი განცხადება: ერიკ ბარეტი აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას ტოვებს

4 წელიწად-ნახევრის შემდეგ, ერიკ ბარეტმა გადაწყვიტა, დატოვოს ჯამპსტარტის დირექტორის თანამდებობა, რათა აღმოაჩინოს ახალი შესაძლებლობები. ის გააგრძელებს ჯამპსტარტთან თანამშრომლობას, როგორც დირექტორთა საბჭოს წევრი და მოხალისე.
 


03 აგვისტო 2016

4 პირობა კარგი ინფოგრაფიკის შესაქმნელად

ინფოგრაფიკებმა და მონაცემთა ვიზუალიზაციებმა ბოლო დროს დიდი პოპულარობა მოიპოვეს, ვინაიდან ვიზუალური მასალა ყურადღებას იოლად იპყრობს და, გრძელ ანგარიშებთან და სტატიებთან შედარებით, ფართო აუდიტორიას უფრო ეფექტურად აწვდის ინფორმაციას.

თუმცა ვიზუალიზაციების რაოდენობის ზრდასთან ერთად, უნდა დავსვათ კითხვა: ყველა ინფოგრაფიკა აღწევს თავის მიზანს და წვდება ფართო აუდიტორიას? არის კი ყველა მათგანი კომუნიკაციის ეფექტური საშუალება და ახერხებს რთული ინფორმაციის მარტივად მიწოდებას?


01 აგვისტო 2016

ფულს საუკეთესო გაცვლითი კურსით ახურდავებთ?

Lari Explorer logoფულის გადასახურდავებელი ჯიხურები ქალაქის გარშემო მრავლადაა და გაცვლითი კურსი სხვადასხვა ადგილას შეიძლება საკმაოდ განსხვავებული იყოს. როგორ უნდა გავიგოთ, სად გვთავაზობენ საუკეთესო კურსს?


05 ივლისი 2016

რატომ უნდა შეწყვიტოთ 30-გვერდიანი ანგარიშების წერა

შენ ხარჯავ თვეებს იმ თემაზე მუშაობისას, რაც შენთვის მნიშვნელოვანია: იკვლევ მას, რის შემდეგაც ანგარიშს წერ და მნიშვნელოვან დასკვნებს აკეთებ.


13 ივნისი 2016

უსმინეთ ჯამპსტარტის რადიოამბებს

ცდილობ საქმის შემსუბუქებას? როგორ ებრძვი მოწყენილობას თბილისის განთქმულ საცობებში?


03 ივნისი 2016

3 მარტივი გზა, რათა არ მოვიტყუოთ მონაცემთა ვიზუალიზაციით

მონაცემების ვიზუალიზაცია საუკეთესო გზაა აუდიტორიამდე რთული და კომპლექსური მონაცემების მისატანად. თუმცა, ნებსით თუ უნებლიეთ, მონაცემთა ვიზუალიზაციის წესების უგულებელყოფით, შეიძლება შექმნათ ისეთი დიაგრამები, რომელიც მნახველს შეცდომაში შეიყვანს. ამ ბლოგპოსტში განხილულია 3 მარტივი გზა, რითაც შეიძლება თავიდან ავირიდოთ მონაცემების ვიზუალიზაციით მოტყუება. 

 1. დაიწყეთ Y ღერძის ათვლა 0-იდან


14 მაისი 2016

#გზასხვისიცაა - დაფიქრდი სხვებზეც, სანამ გააჩერებ!

ხანდახან თბილისში ფეხით სიარულს არაფერი სჯობს: მაგალითად, ადრიან დილას, როცა ქუჩებში მხოლოდ მეეზოვეები არიან; ან ზაფხულის გვიან საღამოს, როდესაც ქალაქი ხალხისგან და მანქანებისგან დაცლილია.


28 აპრილი 2016

დიაგრამის 5 ძირითადი ტიპი და მათი გამოყენების წესები

ხშირად ყოფილხართ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ხელთ მონაცემების დასტა გაქვთ და არ იცით, როგორ გამოსახოთ ვიზუალურად? გიჭირთ არჩევა იმ ათობით ვარიანტიდან, რასაც კომპიუტერული პროგრამები გთავაზობთ: წრიული, ხაზოვანი, წერტილოვანი, ზედაპირული დიაგრამები და ა.შ. რომელია საუკეთესო? რომლით მიიტანთ თქვენს სათქმელს აუდიტორიამდე ყველაზე ეფექტურად? 

პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა დაუსვათ კითხვები:  


05 აპრილი 2016

პოლიტიკა რიცხვებში: ახალი მონაცემთა პორტალი საქართველოში პარტიების ფინანსების შესახებ

ვინაიდან 2016 წელი საქართველოში საარჩევნო წელია, ვიფიქრეთ, რომ მნიშვნელოვანია, ქართველი ამომრჩევლებისთვის პოლიტიკური პარტიების ფინანსებზე მონაცემები გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი გავხადოთ. როგორც აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის გაცვლითი პროგრამის კურსდამთავრებულს, შემეძლო, დაფინანსება მომეპოვებინა ჩემთვის საინტერესო პროექტისთვის Digital Communication Network-ის პროგრამის კურსდამთავრებულთათვის გამოყოფილი საგრანტო დაფინანსებიდან.


29 თებერვალი 2016

50 ქალის ბრძოლა ცვლილებებისთვის: ამბავი, რომელიც გრძელდება

გასული წლის მიწურულს ჯამპსტარტს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს თანამშრომლები ესტუმრნენ. ეთუნას, ფონდის გენდერული პროგრამის კოორდინატორს, და მის კოლეგას, თამუნას, რომლებიც ბიოლის ფონდში გენდერული დემოკრატიის მიმართულებაზე მუშაობენ, სურდათ, ყველასთვის მოეთხროთ თავიანთი ერთერთი პროექტის წარმატების შესახებ, რომელიც ეხება 50 ქალის ცხოვრებასა და მოღვაწეობას საქართველოში. 


19 თებერვალი 2016

ჯამპსტარტის ვალენტინობის დღის ბარათები

ჯამპსტარტი ყოველთვის სერიოზული და მონაცემებში ჩაფლული როდია ... ალბათ შენიშნეთ გასულ კვირას ვალენტინობის დღისადმი მიძღვნილი სახალისო ბარათები. ჩვენმა გუნდმა გადაწვიტა, შესვენება აეღო საქმისგან და  ვალენტინობის დღისთვის ნამდვილი ქართული მილოცვები მოეფიქრებინა. მისალოცი ბარათების დიზაინი კი ჩვენმა ილუსტრატორმა, ია ნინოშვილმა, შექმნა. 


გვერდები