არასამთავრობო ორგანიზაციებს: ჯამპსტარტ ჯორჯია თქვენს გზავნილს ვიზუალურად გამოსახავს!

Social: 

ჯამპსტარტ ჯორჯია ეძებს პარტნიორ საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებთანაც ითანამშრომლებს მომავალი 12 თვის განმავლობაში. ჩვენი ახალი პროექტის „მონაცემთა ვიზუალიზაცია ადვოკატირებისთვის" ფარგლებში, ჩვენ დავეხმარებით ორგანიზაციებს, მონაცემებისა და ვიზუალიზაციების გამოყენებით, გააუმჯობესონ თავიანთი ადვოკატირების კამპანიები.

უკვე აქვს ან ამზადებს თქვენი ორგანიზაცია პროექტს, რომელშიც ეფექტურად შეგიძლიათ გამოიყენოთ მონაცემები და ვიზუალიზაციები, რათა უკეთ მიაწოდოთ ინფორმაცია სამიზნე აუდიტორიას? გსურთ, ნახოთ, როგორ გარდაქმნის ტექნოლოგია და მონაცემები თქვენს ადვოკატირების კამპანიებს?

წარმოადგინეთ თქვენი იდეები და ნახეთ, როგორ გავაუმჯობესებთ თქვენი გზავნილების გავლენას საზოგადოებაზე და მივაწვდით მათ კრეატიულად.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა 2014 წლის 15 იანვარია.

შეავსეთ ფორმა ქართულად ან ინგლისურად

13/12/2013 - 15:00 to 15/01/2014 - 18:00