დამიჰაკე მიწის რეგისტრაციის მონაცემები

Social: 

ერიკ ბარეტი და კრისტინა მაზა ჯამპსტარტ ჯორჯიადან და გიორგი ჭანტურია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოდან საუბრის დროს მიხვდნენ, რომ დადგა დრო, საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოში მიწის რეგისტრაციის მონაცემები, რათა მათ შეძლონ მონაცემების გაანალიზება და მათი გამოყენება მთვრობის მონიტორინგისთვის. ჩვენ შევთანხმდით და გამოვყავით დრო - ორშაბათს, 19 მაისს 11 საათზე, ჯამპსტარტ ჯორჯიას ოფისში გადაგვეწყვიტა ეს საკითხი მინი ჰაკათონით.

ჩვენ განვიხილავთ, თუ რა მონაცემებია საჭირო და როგორ შეგვიძლია მოვიპოვოთ ისინი. მონაცემების მოპოვების შემდგომ კი, როგორ გავაგრძელოთ მათი განახლება ისე, რომ იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის, ვისაც ესაჭიროება, ან უბრალოდ მათი გამოყენების სურვილი აქვს.

ამ ღონისძიების ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იმის გადაწყვეტა იქნება, თუ როგორ შეიძლება ამ ინფორმაციის გამოყენება. რა იდეები გაქვთ? რა სახის ანალიზის ჩატარების საშუალებას მოგვცემს ეს, რისი განხორციელებაც ახლა არ შეგვიძლია? რა საკითხებს მოჰფენს ნათელს ეს ინფორმაცია, რომელიც უნდა ვიცოდეთ, როგორც ღია და გამჭვირვალე საზოგადოებაში მაცხოვრებლებმა? რა მონაცემებთან შეგვიძლია გავაერთიანოთ ეს ინფორმაცია უფრო ღრმა ანალიზისთვის? კომპანიის რეესტრის მონაცემები? პარტიების დაფინანსების მონაცემები? შესყიდვების მონაცემები? რას აქვს ამ შემთხვევაში აზრი? როგორ შეგვიძლია ამ მონაცემების დაკავშირება? თუ ვიზუალურად მათი გამოსახვა?

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შემოგვიერთდებით!

 

 

19/05/2014 - 11:00 to 18:00