ერიკ ბარეტი წარუძღვება სემინარს „ახალი მედია, როგორც ეკონომიკური და სოციალური ტრანზიციის დაჩქარების ინსტრუმენტი“

Social: 

14 თებერვალს ერიკ ბარეტი, ჯამპსტარტ ჯორჯიას დირექტორი, წარუძღვება სემინარს იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს ჯამპსტარტი მონაცემებს, ტექნოლოგიებსა  და დიზაინს ეფექტური ადვოკატირების კამპანიის გასაუმჯობესებლად საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.  ჩვენ ასევე  შვეხებით ვიზუალური წიგნიერების თემას, რომელსაც ჩვენი ინფოგრაფიკების მაგალითზე განვიხილავთ. ჯამპსტარტთან ერთად სემინარს ელიზაბეტ სომერსი წარუძღვება, ახალი მედიის ადვოკატირების პროექტიდან (N-Map), ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს სამართლებრივ ექსპერტებსა და უახლეს  საკომუნიკაციო საშუალებებს ადამიანის უფლებებისა და სოციალური სამართლიანობის გასაძლიერებლად. შეხვედრა გაიმართება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ ორგანიზებული ორდღიანი  „ცვლილებების ინიციატორთა“ ფორუმის ფარგლებში. ფორუმი თავს მოუყრის საზოგადოებრივ ორგანიზაციების, მედიის, ხელისუფლებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს, რომელთა ქმედებებიც ცვლიან საქართველოს სოციალურ, კულტურულ და ბიზნეს გარემოს.

14/02/2014 - 14:30 to 16:30