გლობალური ტრენინგი ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის მონაცემთა ჟურნალისტიკაში

Social: 

 

ჯამპსტარტ ჯორჯია და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) მასპინძლობენ “ევროპის ჟურნალისტიკის ცენტრის” მიერ შემუშავებული მონაცემთა ჟურნალისტიკის ონლაინ კურსის ადგილობრივი სასწავლო ჯგუფის შეხვედრებს.

ონლაინ კურსი “მონაცემებით ჟურნალისტიკის კეთება: პირველი ნაბიჯები, უნარები და საშუალებები” 19 მაისს იწყება და 5  კვირის განმავლობაში გაგრძელდება.  ხუთი მოდულისაგან შემდგარ კურსს  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეები  გაივლიან.  კურსის ტრენერები  მონაცემთა ჟურნალისტიკის წამყვანი საერთაშორისო ექსპერტები არიან.

ადგილობრივი სასწავლო ჯგუფის შეხვედრები  23 მაისიდან 20 ივნისამდე ყოველ პარასკევს, 3-იდან 6 საათამდე ფრონტლაინ კლუბში (ლადო ასათიანის 62) გაიმართება, სადაც კვირის განმავლობაში ონლაინ კურსის  გაცნობისას დაგროვილი    საკითხების განხილვა და გააზრება მოხდება მონაცემთა ჯურნალისტიკის ქართველ ექსპერტებთან ერთად.

ადგილობრივი სასწავლო ჯგუფის ვორქშოპებზე დასწრებამდე მონაწილეებმა    ონლაინ კურსის ერთი მოდული უნდა გაიარონ.

ვორქშოპების განრიგი და თემები:

23 მაისი: მონაცემთა ჟურნალისტიკა ნიუსრუმში

30 მაისი: მონაცემების მოძიება ამბებისთვის

6 ივნისი: მონაცემთა ანალიზის შედეგად იდეების მოფიქრება

13 ივნისი: მონაცემთა დამუშავება

20 ივნისი: ამბების ვიზუალურად თხრობა

ტრენინგში მონაწილეობა უფასოა.

სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური. სასურველია, რომ მონაწილეები საკუთარი ლეპტოპებით მობრძანდნენ შეხვედრაზე.  

დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ: datajournalismcourse.net

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად უნდა დარეგისტრირეთ ონლაინ კურსზე და ადგილობრივ სასწავლო ჯგუფში 19 მაისამდე. იჩქარეთ, ადგილობრივ ვორქშოპებზე ადგილები შეზღუდულია.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

ნინო მაჭარაშვილი (“ჯამპსტარტ ჯორჯია”)  Nino.Macharashvili@jumpstart.ge

თიკო ცომაია (GIPA) tsomaiat@gmail.com

 

23/05/2014 - 15:00 to 18:00
30/05/2014 - 15:00 to 18:00
06/06/2014 - 15:00 to 18:00
13/06/2014 - 15:00 to 18:00
20/06/2014 - 15:00 to 18:00