ჯამპსტარტ ჯორჯია ეძებს დიზაინერს!

Social: 

ჯამპსტარტ ჯორჯია ეძებს ილუსტრატორ დიზაინერს სრულ განაკვეთზე სამუშაოდ.

გაქვთ სურვილი შეუერთდეთ საინტერესო გუნდს, რომელიც მუშაობს საქართველოში მონაცემების ვიზუალიზაციაზე?

თუ თქვენ:

  • გაქვთ ილუსტრაციების და პერსონაჟების ხატვის გამოცდილება;
  • გაქვთ ტექნიკური დიზაინის კეთების გამოცდილება;
  • გსმენიათ ინფორმაციულ დიზაინზე;
  • ხართ კრეატიული და საინტერესო;
  • იცით გრაფიკული პროგრამები: Adobe Photoshop, Adobe Illustrator (ნებისმიერი სხვა გრაფიკული პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. თუ მუშაობთ ქორელში ილუსტრატორის ნაცვლად, აუცილებლად გაგვაგებინეთ)

გამოგვიგზავნეთ თქვენი პორტფოლიო და რეზიუმე (მაქსიმალურად ლაკონიური და ინფორმაციული რეზიუმეთი ძალიან გაგვახარებთ) მისამართზე: info@jumpstart.ge

იმ შემთხვევაშიც, თუ პირველი სამი მოთხოვნიდან, რომელიმეს არც ისე მაღალ დონეზე აკმაყოფილებთ, შეიძლება მაინც საინტერესო კანდიდატი აღმოჩნდეთ ჩვენთვის, ამიტომ უკან ნუ დაიხევთ :)

ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 19 თებერვალი (2014)

ნახეთ ჩვენი ვიზუალიზაციები  feradi.info -ზე

10/02/2014 - 18:00 to 19/02/2014 - 18:00