კონფერენცია & ბარკემპი ერევანში

Social: 

ჯამპსტარტი მონაწილეობას მიიღებს  ციფრული  ჟურნალისტიკის საერთაშორისო მედია კონფერენციაში,  რომელიც გაიმართება 28-29 მაისს ერევანში (სომხეთი). 

კონფერენცია მიზნად ისახავს, ახალი ჟურნალისტური ხელსაწყოები, მიდგომები, საუკეთესო ინოვაციური პრაქტიკა და ტენდენციები გააცნოს ციფრულ სფეროში მოღვაწე ჟურნალისტებს, მედია ორგანიზაციებს, კომუნიკაციის სპეციალისტებს, სტუდენტებსა და სხვებს. 

კონფერენციის განმავლობაში ჯამპსტარტი ისაუბრებს საკუთარ გამოცდილებაზე ამ სფეროში და, ასევე, გაუძღვება ვორქშოპს თემაზე "როგორ შევქმნათ შერეული ტიპის მედია ამბები 'სთორიბილდერის' გამოყენებით". 

ჯამპსტარტი, ასევე, მონაწილეობას მიიღებს და ჩაატარებს ვორშოპს 30-31 მაისს ერევანში დაგეგმილი ბარკემპის ფარგლებში. 

 

28/05/2015 - 10:00 to 31/05/2015 - 18:00