მონაცემების ფერადი კომუნიკაცია

Social: 

სამშაბათს, 28 იანვარს მთელი დღის განმავლობაში, 'ევროპის სახლი’ უმასპინძლებს ჯამპსტარტ ჯორჯიას ღონისძიებას  'მონაცემების ფერადი კომუნიკაცია' . ჯამპსტარტ ჯორჯიაში  მიგვაჩნია, რომ ვიზუალური მონაცემები არის  ეფექტური კომუნიკაციის  საწინდარი. ვიზუალიზაცია დაგეხმარებათ, აღმოაჩინოთ კავშირი ნედლ მონაცემებს, ინფორმაციასა და იმ შეტყობინებებს შორის, რომელსაც თქვენი მონაცემები შეიცავს. მონაცემების ვიზუალიზაცია გაამყარებს თქვენს არგუმენტს და მას სიცხადეს შესძენს, რაც დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიმღებთა და სხვა სამიზნე ჯგუფების სწორი მიმართულებისკენ გადახრაში.

მთელი დღის განმავლობაში, ჩვენ შემოგთავაზებთ სემინარებს, რათა უკეთ გაიგოთ, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ თქვენთვის ხელმისაწვდომი მონაცემები. სემინარების შემდეგ გაიმართება გამოფენა, სადაც იქნება წარმოდგენილი  ჯამპსტარტ ჯორჯიას მიერ შექმნილი ინფოგრაფიკები, მათ შორის დინამიური და ინტერაქტიული ვიზუალიზაციები. ღონისძიებაზე, აგრეთვე, იქნება გათამაშება. რეგისტრაციის შემთხვევაში, შესაძლებლობა გექნებათ, მოიგოთ სახალისო პრიზები, მათ შორის ჩვენი ერთერთი ვიზუალიზაცია. მობრძანდით! გაატარეთ სასიამონო საღამო ჩვენთან ერთად, და გაიგეთ, თუ როგორ შეგიძლიათ მონაცემების ფერადი კომუნიკაცია. გამოფენაზე შემოთავაზებული იქნება ტკბილეული და სასმელები. დარეგისტრირდით ახლავე!

 

მისამართი:  ევროპის სახლი საქართველო, შალვა დადიანის 2, 0105, თბილისი
 

განრიგი:

  1. 13.00-14.00 სემინარი თემაზე: 'ღია მონაცემები ეფექტური კომუნიკაციისთვის'
  2. 15.00-16.00  სემინარი თემაზე: 'დიზაინი ეფექტური კომუნიკაციისთვის'
  3. 17.00-18.00 სემინარი თემაზე: 'მონაცემთა ვიზუალიზაცია ადვოკატირებისთვის'
  4. 19.00-21.00  ჯამპსტარტ ჯორჯიას გამოფენა
28/01/2014 (მთელი დღე)