საჯარო სემინარი მონაცემთა მართვის შესახებ

Social: 

ეს სემინარი პირველია იმ სემინარების სერიიდან, რომლებიც ჩატარდება მომდევნო 11 თვის განმავლობაში და შეეხება მონაცემების მეშვეობით კომუნიკაციის სხვადასხვა ასპექტს, მათ შორის, მონაცემთა შეგროვებას, გამოყენებას, ანალიზსა და ვიზუალიზაციას. პირველი სემინარი მოიცავს მონაცემთა მართვას კომუნიკაციის მიზნით, განსაკუთრებით, ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დასწრება, თუმცა დამსწრეთა რიცხვი შეზღუდულია 50 ადამიანამდე.  ჩვენ ველით თქვენთან შეხვედრასა და მზად ვართ მოვისმინოთ თქვენი კითხვები.

 

სემინარი გაიმართება ხუთშაბათს 20 თებერვალს, 3 საათზე, განათლების მულტიმედია ცენტრში.

მისამართი: ალექსანდრე ჭავჭავაძის 10ა, 0108 თბილისი.

სემინარი ჩატარდება ინგლისურ ენაზე. დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია, გთხოვთ დაგვიდასტურეთ მონაწილეობა.

 

 

 

 

20/02/2014 - 15:00 to 17:00