საჯარო სემინარი: როგორ ვმართოთ ტექნიკური და დიზაინზე ორიენტირებული პროექტები?

Social: 

ჯამპსტარტი გიწვევთ სემინარზე, რათა გაგიზიაროთ  საკუთარი გამოცდილება, თუ როგორ უნდა მართოთ ტექნიკური და დიზაინზე ორიენტირებული პროექტები. უფრო და უფრო მეტი ჟურნალისტი და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია თანამშრომლობს პროგრამისტებთან, დიზაინერებთან და მხატვრებთან, რათა შექმნან უფრო მიმზიდველი  პროდუქტი და ამით გააუმჯობესონ კომუნიკაცია. ჯამპსტარტმა დააგროვა მდიდარი გამოცდილება ტექნიკური და დიზაინზე ორიენტირებული პროექტების მართვაში და სურვილი გვაქვს, ეს ცოდნა თქვენც გაგიზიარო და გაჩვენოთ, თუ რა პრაქტიკები არსებობს უფრო ეფექტური სამუშაოს წარმართვისთვის.  ჩვენ ასევე გვაინტერესებს თქვენი გამოცდილება, ცუდი თუ კარგი და თქვენი მიდგომები ამ სახის პროექტების მართვაში.

ზოგიერთი თემა: აუთსორსინგი თუ მუდმივი თანამშრომლის აყვანა, მონაცემთა ჟურნალისტების გუნდის მართვა, მოქნილი პრაქტიკის გამოყენება; ხარისხის კონტროლის, საკუთრების უფლება და მდგრადობა,  განსაზღვრულ ვადებში საქმის დასრულება, კვალიფიკაციის ამაღლება და სხვა.

სემინარი გაიმართება პარასკევს 3 საათზე (15.00), 11 ივლისს, განათლების მულტიმედია ცენტრში.

მისამართი: ალექსანდრე ჭავჭავაძის 10ა,  0108 თბილისი.

სემინარი ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

11/07/2014 - 15:00 to 17:00