შექმენით თქვენი ამბები "StoryBuilder"-ით

Social: 

19 სექტემბერს, 15:00 საათზე “ჯამპსტარტ ჯორჯია” გიწვევთ Frontline Georgia-ში, რათა წარმოგიდგინოთ და განვიხილოთ "StoryBuilder", ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც ყველას შეუძლია შექმნას შერეული მედია ტიპის ამბავი მარტივად და ეფექტურად.

ტექნოლოგიები ყოველთვის ახდენდა გავლენას იმაზე, თუ როგორ ვყვებით ამბებს, იქნება ეს ადვოკატირებისკენ მიმართული თუ ჟურნალისტური ამბავი. აქამდე არასდროს არ ყოფილა ჩვენ ხელთ ამდენი საშუალება, დაგვეკავშირებინა მრავალფეროვანი მედია და მოგვეთხრო მიმზიდველი, ინფორმაციული და გავლენის მქონე ამბები. “ჯამპსტარტისთვის” უცხო არ არის მონაცემების, ტექნოლოგიების, დიზაინისა და კრეატიულობის გამოყენება ისეთი ამბების მოსაყოლად, რომლებიც ინფორმაციას მიაწვდის და მოქმედებისთვის განაწყობს აუდიტორიას. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩვენ ვაანალიზებდით ადგილობრივ მონაცემებს, რათა ინფორმაცია მიგვეწოდებინა და გაგვეზარდა საზოგადოების ჩართულობა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ჯანდაცვა, პოლიტიკა, ეკონომიკა და მრავალი სხვა.

ჩვენ მოხარული ვართ, წარმოგიდგინოთ “სთორიბილდერი”, ახალი ხელსაწყო შერეული მედია ამბების შესაქმნელად, რომელიც ღია კოდის მქონა და რომელიც საშუალებას გაძლევთ, მარტივად შექმნათ ამბები მრავალფეროვანი მედიის გამოყენებით. ქართული ინტერფეისით, თითქმის არ არსებობს მიზეზი, რატომ არ უნდა შექმნათ თქვენ ან თქვენმა ორგანიზაციამ ამბები, რომლებიც იქნება ინტიუციური და გაზრდის საზოგადოების ჩართულობას.

Frontline-ის მისამართია:

ლადო ასათიანის ქ. #62 თბილისი, საქართველო 0108

19/09/2014 - 15:00 to 17:30