სტაჟირება ჯამპსტარტ ჯორჯიაში

Social: 

ჯამპსტარტ ჯორჯია ეძებს ენერგიულ, დამოუკიდებელ და მოტივირებულ მკვლევარ-სტაჟიორებს, რომლებიც დაეხმარებიან ჯამპსარტის გუნდს მონაცემთა ვიზუალიზაციისა და ვიზუალური კომუნიკაციის პროექტების განხორციელებაში. 

სტაჟიორები მონაწილეობას მიიღებენ: 

- მონაცემების მოძიებასა და ანალიზში; 
- ინტერაქტიული და სტატიკური ვიზუალიზაციების კონცეფციების შექმნაში  (ნიმუშები: feradi.info/visualizations);
- მულტიმედია ამბების დაგეგმვასა და შექმნაში (ნიმუშები: storybuilder.jumpstart.ge);
- სარედაქციო შეხვედრების დროს იდეების განხილვებში  (ნიმუშები: feradi.info/en/ideas);
- საჭიროებიდან გამომდინარე, ჯამპსტარტ ჯორჯიას სხვადასხვა პროექტისა და ღონისძიების განხორციელებაში.

მოთხოვნები: 
- საქართველოში, სამხრეთ კავკასიასა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ცოდნა და ინტერესი; 
- ახალი უნარ-ჩვევების ათვისების სურვილი და შესაძლებლობა; 
- მონაცემებთან მუშაობის სურვილი და შესაძლებლობა; 
- ინგლისურის კარგი ცოდნა. 

სტაჟიორები თავდაპირველად გაივლიან მოკლე ტრენინგს, ხოლო სტაჟირების განმავლობაში ისარგებლებენ ჯამპსტარტის გუნდის წევრების მენტორობით. 

სტაჟირების ხანგრძლივობა: 4 თვე (1 აგვისტო - 30 ნოემბერი); 25-40 საათი კვირაში. 

                                    

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი. დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო განაცხადის  ფორმა 2014 წლის 22 ივლისამდე.

 

07/07/2014 - 16:30 to 21/07/2014 - 18:00