ღონისძიებები

არასამთავრობო ორგანიზაციებს: ჯამპსტარტ ჯორჯია თქვენს გზავნილს ვიზუალურად გამოსახავს!

ჯამპსტარტ ჯორჯია ეძებს პარტნიორ საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებთანაც ითანამშრომლებს მომავალი 12 თვის განმავლობაში. ჩვენი ახალი პროექტის „მონაცემთა ვიზუალიზაცია ადვოკატირებისთვის" ფარგლებში, ჩვენ დავეხმარებით ორგანიზაციებს, მონაცემებისა და ვიზუალიზაციების გამოყენებით, გააუმჯობესონ თავიანთი ადვოკატირების კამპანიები.

  • 13/12/2013 - 15:00 to 15/01/2014 - 18:00

ჯამპსტარტ ჯორჯია ეძებს ადმინისტრაციულ ასისტენტს!

ჯამპსტარტ ჯორჯია სრულ განაკვეთზე სამუშაოდ ეძებს ადმინისტრაციულ ასისტენტს, რომელიც დაეხმარება ჩვენს გუნდს გააგრძელოს ხელსაწყოების და ვიზუალიზაციების შექმნა, მონაცემებზე ორიენტირებული ადვოკატირების სწავლება და ღია მთავრობისა და ღია მონაცემების ადვოკატირება. განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 31 დეკემბერი.

  • 10/12/2013 - 12:00 to 31/12/2013 - 18:00

ჯამპსტარტ ჯორჯია ეძებს დეველოპერს!

ჯამპსტარტ ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას დეველოპერის  პოზიციაზე (სრული განაკვეთით).

თუ გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ნახეთ სამუშაოს აღწერა და ვაკანსიის აპლიკაცია აქ. 

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 31 დეკემბერი. 

 

 

  • 04/12/2013 - 14:00 to 31/12/2013 - 18:00

ჯამპსტარტ ჯორჯია პროექტის მენეჯერს ეძებს!

ჯამპსტარტ ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე ახალი პროექტისთვის "მონაცემთა ვიზუალიზაცია ადვოკატირებისთვის"! 

თუ გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ნახეთ სამუშაოს აღწერა და ვაკანსიის აპლიკაცია აქ

სასურველია, განაცხადი გააკეთოთ რაც შეიძლება მალე! 
 

  • 28/11/2013 - 12:00 to 13/12/2013 - 18:00

ჯამპსტარტ ჯორჯია განიხილავს მონაცემთა ვიზუალიზაციას და სამოქალაქო ჩართულობას საერთაშორისო ანტი-კორუფციული დღისთვის

ორშაბათს, 9 დეკემბერს,  საერთაშორისო ანტი-კორუფციულ დღეს ჯამპსტარტ ჯორჯია შეუერთდება საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს Holiday Inn-ში და განიხილავს, როგორ შეუძლიათ ორგანიზაციებს, ეფექტურად გამოიყენონ ვიზუალიზაციები კომპლექსური მონაცემების საზოგადოებისთვის მისაწოდებლად და მათი ჩართულობის გასაზრდელად. მობრძანდით და ჩაერთეთ საინტერესო დისკუსიაში! 

 

 

  • 09/12/2013 - 15:00 to 18:00

მონაცემთა ვიზუალიზაცია საქართველოში: ჯამპსტარტ ჯორჯიას გამოცდილება

ჯამპსტარტ ჯორჯია  კავკასიის რეგიონულ 4M კონფერენციაში ჩაერთო საქართველოში მონაცემთა ვიზუალიზაციის განსახილველად. ჯამპსტარტს მიეცა საშუალება სხვებისთვის გაეზიარებინა პროექტ „ახალი ამბების ვიზუალიზაცია საქართველოში“ ერთი წლის თავზე მიღებული გამოცდილება. ასევე განვიხილეთ რა მუშაობს და რა არ მუშაობს საქართველოში და რა უნდა გაკეთდეს მონაცემთა გამოყენების და ვიზუალიზაციის პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. 

 

  • 15/11/2013 (მთელი დღე)

მონაცემთა ვიზუალიზაცია

ჯამპსტარტ ჯორჯიამ GIPA-ს ტრენინგში მიიღო მონაწილეობა და მონაცემთა ვიზუალიზაციის შესახებ ისაუბრა.

 

 

  • 14/11/2013 (მთელი დღე)

ინფორმაციის მენეჯმენტი და არსებული ღია წყაროს ტექნოლოგიები

ჯამპსტარტ ჯორჯიამ  Czech Caritas-ის წარმომადგენლებს ინფორმაციის მენეჯმენტი და არსებული ღია წყაროს ტექნოლოგიების თემაზე ჩაუტარა ტრენინგი.

 

 

  • 02/08/2013 (მთელი დღე)

მონაცემთა ვიზუალიზაცია

ჯამპსტარტ ჯორჯიამ UNFPA-ის ტრენინგში მიიღო მონაწილეობა და~მონაცემთა ვიზუალიზაციის შესახებ ისაუბრა.

  • 22/06/2013 - 16:00 to 18:00

ჩარტების, გრაფიკების და მონაცემების ბლოგში ჩასმა

ჯამპსტარტ ჯორჯიამ ISET Policy Instute-ის წარმომადგენლებს ჩაუტარა ტრენინგი ჩარტების, გრაფიკების და მონაცემების ბლოგში ჩასმის თემაზე. 

  • 14/06/2013 (მთელი დღე) to 15/06/2013 (მთელი დღე)

ტრენინგი მონაცემთა ბაზის ანალიზში "R"-ის გამოყენებით

ხართ დაინტერესებული გაიგოთ მეტი როგორ შეისწავლოთ და გამოიყენოთ მონაცემები თქვენი მიზნების მისაღწევად? ხართ მონაცემთა ანალიზითა და ვიზუალიზაციით დაინტერესებული, მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება? გსურთ ინფორმაციის ჩვენება და ისტორიების გრაფიკულად მოყოლა?

  • 16/02/2013 - 11:00 to 13:00
  • 23/02/2013 - 11:00 to 13:00
  • 02/03/2013 - 11:00 to 13:00
  • 09/03/2013 - 11:00 to 09/11/2013 - 13:00

გვერდები