ჩვენ ადვოკატირებას ვუწევთ

ჩვენ საზოგადოებას ვაცნობთ, თუ რა როლს თამაშობს ღია მთავრობა და ღია მონაცემები გამჭვირვალე და  ჩართულ საზოგადოებაში.

ღია მთავრობა პროაქტიულად გამჭვირვალედ მოქმედებს. ამასთან, ღია მთავრობა ცდილობს, მიმდინარე პროცესებში და აქტივობებში ჩართოს მოქალაქეები.

ჩვენ მხარს ვუჭერთ Sunlight Foundation-ის ღია მონაცემების გაიდლაინებს და ადვოკატირებას ვუწევთ მათ ჩართვას საქართველოს მთავრობის საქმიანობაში.

ჩვენ გვაქვს საქართველოს ღია მთავრობის ხედვა! ჩვენ ვმუშაობთ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მთავრობის წარმომადგენლებთან ჩვენი ხედვის გასაზიარებლად.

ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული:

  • საქართველოს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის გაუმჯობესებაში
  • საქართველოს მთავრობის მიერ ღია მონაცემთა პრინციპების მის საქმიანობაში ინტეგრირების პრაქტიკის გაუმჯობესებაში
  • თანამედროვე სტანდარტებზე დაყრდნობით და ტექნოლოგიების გამოყენებით საქართველოს მოქალაქეებისა და მთავრობის კომუნიკაციის გაუმჯობესებაში
  • გამჭვირვალე და პროაქტიულად ღია მთავრობის სარგებლის შესახებ საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებაში
  • სამოქალაქო ორგანიზაციებთან და მედია საშუალებებთან თანამშრომლობაში, რათა ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონი და ღია მონაცემები გამოიყენონ საზოგადოების უკეთ ინფორმირებისათვის
05 ივლისი 2016

რატომ უნდა შეწყვიტოთ 30-გვერდიანი ანგარიშების წერა

შენ ხარჯავ თვეებს იმ თემაზე მუშაობისას, რაც შენთვის მნიშვნელოვანია: იკვლევ მას, რის შემდეგაც ანგარიშს წერ და მნიშვნელოვან დასკვნებს აკეთებ.


14 მაისი 2016

#გზასხვისიცაა - დაფიქრდი სხვებზეც, სანამ გააჩერებ!

ხანდახან თბილისში ფეხით სიარულს არაფერი სჯობს: მაგალითად, ადრიან დილას, როცა ქუჩებში მხოლოდ მეეზოვეები არიან; ან ზაფხულის გვიან საღამოს, როდესაც ქალაქი ხალხისგან და მანქანებისგან დაცლილია.


27 თებერვალი 2014

სასარგებლო რესურსი მონაცემთა ჟურნალისტებისათვის

2014 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით 20-კაციანი ჯგუფი, რომელთა შორის იყვნენ ჟურნალისტები, აქტივისტები, სტუდენტები და პროგრამისტები, შეიკრიბა ჯამპსტარტ ჯორჯიას ოფისში დოკუმენტური ფილმის ჩვენი ვალუტა ინფორმაციაა“ ჩვენებაზე. ფილმი ტაქტიკალ ტეკ კოლექტივის მიერ არის შექმნილი, რომელიც აშშ-ში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია და ორიენტირებულია ინფორმაციის ადვოკატირების კამპანიებში გამოყენებაზე. ეს ფილმი არის პირველი სერია დოკუმენტური ფილმების ციკლისა „უხილავის გამოაშკარავება“, რომელიც იკვლევს სხვადასხვა ხერხებს, რასაც გამომძიებელი ჟურნალისტები, მონაცემთა ანალიტიკოსები და ინფორმაციული აქტივისტები იყენებენ ორგანიზაციულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლაში, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დონეზე.


გვერდები

კონფერენცია & ბარკემპი ერევანში

ჯამპსტარტი მონაწილეობას მიიღებს ციფრული ჟურნალისტიკის საერთაშორისო მედია კონფერენციაში, რომელიც გაიმართება 28-29 მაისს ერევანში (სომხეთი).

  • 28/05/2015 - 10:00 to 31/05/2015 - 18:00

მე-3 ყოველწლიური ღია მონაცემების კონფერენცია

წელს ჯამპსტარტი მონაწილეობას მიიღებს მე-3 ყოველწლიურ საერთაშორისო ღია მონაცემების კონფერენციაში, რომელიც 2015 წლის 28-29 მაისს ოტავაში, კანადაში გაიმართება. კონფერენციაზე შეიკრიბებიან ღია მონაცემების ექსპერტები, სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელები, ინდუსტრიის ლიდერები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რათა იმსჯელონ და მოახდინონ მონაცემების რევოლუცია.  ჯამპსტარტი თავის წვლილს შეიტანს აღნიშნულ ღონისძიებაში და საქართველოში დაგროვილ თავის გამოცდილებას სხვებსაც გაუზიარებს. 

 

 

  • 25/05/2015 - 14:00 to 30/05/2015 - 14:00

არასამთავრობო ორგანიზაციებს: ჯამპსტარტ ჯორჯია თქვენს გზავნილს ვიზუალურად გამოსახავს!

ჯამპსტარტ ჯორჯია ეძებს პარტნიორ საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებთანაც ითანამშრომლებს მომავალი 12 თვის განმავლობაში. ჩვენი ახალი პროექტის „მონაცემთა ვიზუალიზაცია ადვოკატირებისთვის" ფარგლებში, ჩვენ დავეხმარებით ორგანიზაციებს, მონაცემებისა და ვიზუალიზაციების გამოყენებით, გააუმჯობესონ თავიანთი ადვოკატირების კამპანიები.

  • 13/12/2013 - 15:00 to 15/01/2014 - 18:00