ჩვენ ვქმნით ხელსაწყოებს, ვიზუალიზაციებს და მონაცემებს, რომელიც გვიამბობს ამბებს, გავლენას ახდენს საზოგადოებაზე და უბიძგებს მათ მოქმედებისა და ჩართულობისკენ.
საზოგადოების ჩართულობა არ გულისხმობს მხოლოდ კარგი ვებ-გვერდებისა და გრაფიკული გამოსახულებების აგებას. ჩვენ ვქმნით ხელსაწყოებს, რომლებიც მონაცემებს გარდაქმნის მედია საშუალებად, რომელიც ეფექტურად აწვდის საზოგადოებას ჩვენს გზავნილებს და ემსახურება რეალური პრობლემების გადაჭრას. იქნება ეს ინფოგრაფიკები, ინტერაქტიული ვებ-აპლიკაციები, ვიდეო თუ მულტიმედიური ამბების თხრობა, ხელსაწყომ ორგანიზაციებს გზავნილების საზოგადოებისთვის სწორად მიწოდების საშუალება უნდა მისცეს.
ჩვენი დასრულებული პროექტები მოიცავს:
- საქართველოს ქუჩების მონაცემების რუკაზე დატანას
- საქართველოს არჩევნების მონაცემების საზოგადოებისთვის გამოსადეგ ფორმატში მიწოდებას
- ახალი ამბების და საკითხების საზოგადოებისთვის მიწოდება სტატიკური და ინტერაქტიული ინფოგრაფიკების გამოყნებით
- საქართველოს პარლამენტის კენჭისყრის შედეგებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას