ჩვენ ვქმნით

ჩვენ ვქმნით ხელსაწყოებს, ვიზუალიზაციებს და მონაცემებს, რომელიც გვიამბობს ამბებს, გავლენას ახდენს საზოგადოებაზე და უბიძგებს მათ მოქმედებისა და ჩართულობისკენ. 

საზოგადოების ჩართულობა არ გულისხმობს მხოლოდ კარგი ვებ-გვერდებისა და გრაფიკული გამოსახულებების აგებას.  ჩვენ ვქმნით ხელსაწყოებს, რომლებიც მონაცემებს გარდაქმნის მედია საშუალებად, რომელიც ეფექტურად აწვდის საზოგადოებას ჩვენს გზავნილებს და ემსახურება რეალური პრობლემების გადაჭრას. იქნება ეს ინფოგრაფიკები, ინტერაქტიული ვებ-აპლიკაციები, ვიდეო თუ მულტიმედიური ამბების თხრობა, ხელსაწყომ ორგანიზაციებს გზავნილების საზოგადოებისთვის სწორად მიწოდების საშუალება უნდა მისცეს.

ჩვენი დასრულებული პროექტები მოიცავს:

27 თებერვალი 2014

სასარგებლო რესურსი მონაცემთა ჟურნალისტებისათვის

2014 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით 20-კაციანი ჯგუფი, რომელთა შორის იყვნენ ჟურნალისტები, აქტივისტები, სტუდენტები და პროგრამისტები, შეიკრიბა ჯამპსტარტ ჯორჯიას ოფისში დოკუმენტური ფილმის ჩვენი ვალუტა ინფორმაციაა“ ჩვენებაზე. ფილმი ტაქტიკალ ტეკ კოლექტივის მიერ არის შექმნილი, რომელიც აშშ-ში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია და ორიენტირებულია ინფორმაციის ადვოკატირების კამპანიებში გამოყენებაზე. ეს ფილმი არის პირველი სერია დოკუმენტური ფილმების ციკლისა „უხილავის გამოაშკარავება“, რომელიც იკვლევს სხვადასხვა ხერხებს, რასაც გამომძიებელი ჟურნალისტები, მონაცემთა ანალიტიკოსები და ინფორმაციული აქტივისტები იყენებენ ორგანიზაციულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლაში, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დონეზე.


გვერდები