ამბების თხრობა: ადამიანის უფლებებისა და მონაცემთა ჟურნალისტიკის გადაკვეთაზე სამხრეთ კავკასიაში

მიმოხილვა

თარიღები: 
01/02/2015 to 31/12/2015
Donor: 
ფონდი ღია საზოგადოება
თანხა: 
58,000
Social: 

ამ პროექტის მიზანია, შეავსოს ის ინფორმაციული ვაკუუმი, რაც არსებობს სამხრეთ კავკასიაში - საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში - ადამიანის უფლებების საკითხებზე და იმაზე, თუ როგორ ვაწვდენთ ხმას მათ შესახებ მოსახლეობას: მტკიცებულებებით გაჯერებული ინფორმაციის სახით თუ ჭორებითა და მითებით. 

ჯამპსტარტი ცდილობს 3 პრობლემის გადაჭრას, რომელსაც ვაწყდებით სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში: კულტურული სენტიმენტალიზმი მედიაში, რომელიც გამორიცხავს ფაქტის ჭორზე წინ დაყენებას ნაცვლად იმისა, რომ იყოს ზუსტი და უტყუარი ინფორმაციის წყარო და ეფექტურად აღჭურვოს მოქალაქეები ინფორმაციით საზოგადოებაში წამოჭრილი სხვადასხვა საკითხის გარშემო უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად.  მეორე პრობლემა საადვოკაციო ჯგუფებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების შესაძლებლობების ნაკლებობაა, სათანადო ფორმით მიაწოდონ მონაცემებით გაჯერებული ინფორმაცია საზოგადოებას, რათა ადამიანებმა მარტივად მიიღონ და აღიქვან იგი. მესამე პრობლემა ამ ორ ჯგუფს შორის შეხვედრების ნაკლებობაა - მედია ორგანიზაციები, რომელთაც ჰყავთ აუდიტორია, და, სამოქალაქო ორგანიზაციები, რომლებიც ფლობენ მტკიცებულებებს, ხშირად და ეფექტურად არ თანამშრომლობენ ერთმანეთთან.  

ჯამპსტარტი ცდილობს, გადაჭრას ეს 3 პრობლემა იმ საქმიანობის გაგრძელებით, რომელიც 2 წლის წინ, "საქართველოში ახალი ამბების ვიზუალიზაციის" პროექტით დაიწყო, ხოლო გაგრძელდა შარშან პროექტით "მონაცემთა ვიზუალიზაცია ადვოკატირებისთვის".  ჩვენ განვაგრძობთ თანამშრომლობას სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებთან, რათა დავეხმაროთ მათ, გაიუმჯობესონ მონაცემებთან მუშაობის უნარები და გაეცნონ სხვადასხვა ხელსაწყოს, რათა ტექნოლოგიის, დიზიაინისა და შემოქმედებითი მიდგომების გამოყენებით გადაჭრან მათ წინაშე არსებული პროფესიული სირთულეები. ეს პროექტი გააძლიერებს მედია და სამოქალაქო ორგანიზაციების უნარებს, მოიძიონ, გამოიყენონ და გაავრცელონ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მოქალაქეებამდე ადამიანის უფლებების ამბების უკეთ მისატანად.