ახალი ამბების ვიზუალიზაცია საქართველოში (feradi.info)

მიმოხილვა

თარიღები: 
01/11/2012 to 31/10/2013
Donor: 
ფონდი ღია საზოგადოება
თანხა: 
65 544 დოლარი
Social: 

როდესაც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და მედიის ლანდშაფტს გადავხედავთ, ჩვენ დაგვაფიქრებს არა ის თუ რას ვხედავთ, არამედ ის მოვლენები, რაც „უჩინარია“. არსებობს უამრავი ანგარიში თუ სხვადასხვა თემის ვრცელი ანალიზი, საბოლოოდ კი რეალური მკითხველი მხოლოდ მათ ნაწილს ეცნობა. მკითხველების რეალური ქმედებისათვის მოტივირებას კი ანგარიშებს კიდევ უფრო მცირე ნაწილი ახერხებს.

ჯერ-ჯერობით „უხილავი“ რჩება ის ხერხები, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა საკითხში ჩართულობასა და ამ საკითხების გარშემო დისკუსიების თუ ქმედების ინიცირებას შეუწყობდა ხელს. საქართველოს ფარგლებს გარეთ ვხედავთ უამრავ, ხშირ შემთხვევაში ექპერიმენტულ, მცდელობას, რომლიც სცილდება მხოლოდ სიტყვებს და ყურადღება გადააქვს სოციალურ, პოლიტიკურ, ეკოლოგიურ და ადამიანთა უფლებების დაცვის მრავალფეროვან საკითხებზე.

ხშირ შემთხვევაში ეს მცდელობები ფართო სპექტრის ინტერაქტიულობისათვის გრაფიკულად არის გამოსახული, რომ გადმოსცეს ისეთი სახის ინფორმაცია, რომლის გადმოცემა ცალკე მდგომი სიტყვებითა თუ, ციფრებით შეუძლებელია და თავის მხრივ, თემის უკეთესად აღქმისა და შესწავლის საშუალებას აძლევს საზოგადოებას. ეს მეთოდი ტექსტებზე უკეთ აღწევს ფართო აუდიტორიამდე. 

ჩვენ გვესაჭიროება დაფინანსება 12 თვიანი პროექტისა, რომელიც ადგილობრივ საკითხებზე მიმდინარე დისკუსიებსა და არგუმენტებს, როგორც სტატიკური ასევე ინტერაქტიული ონლაინ მონაცემებით, თვალსაჩინოს გახდის საზოგადოებისათვის.მონაცემთა ანალიზი ჟურნალისტებისათვის აუცილებლობაა.  ჩვენ ყოველივე ამას გამზადებულს მივაწვდით საზოგადოებას, რაც დამატებით ღირებულებას შეძენს დღეისათვის საქართველოში აქტუალურ საკითხებს.

ამ პროექტის მთავარი მიზანია, გაზარდოს საზოგადოების დაინტერესება და დისკუსია მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო, გაზარდოს კომპიუტერულად ასახული ჟურნალისტური მონაცემების სიხშირე და ხარისხი, ჭორების წინ დააყენოთ ფაქტები და ასევე გაზარდოს მოთხოვნა გახსნილ და ხელმისაწვდომ მონაცემებზე, რათა უფრო გასაგები გახდეს მთავარი თუ მიმდინარე მოვლენები საქართველოში.

აქტივობები

პროექტის 5 მთავარი შემადგენელი ნაწილი

  1. მედიის ანალიზი (რა განიხილება მედიაში და რა არა), რეგულარულად მოვიწვიოთ საზოგადოების წარმომადგენლები, განვიხილოთ მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხები და ავირჩიოთ აქტუალური ინფორმაცია. (სარედაქციო პროცესი)
  2. მონაცემების შეგროვება, გასუფთავება, შემოწმება, რომლებსაც ჩვენ ვიზუალურად გამოვსახავთ.
  3. ვაანალიზებთ მონაცემებს სტატიისათვის.
  4. სიახლეს გამოვსახავთ ვიზუალურად და ვაქვეყნებთ ერთგულ საიტზე.
  5. უზრუნველვყოფთ ვიზუალურად გამოსახული სიახლის ფართოდ გავრცელებას, რაც სამომავლოდ დაგვეხმარება უკეთესი მონაცემების მოპოვებაში, მათ უკეთესად გამოყენებაში, ცნობადობის გაზრდაში,ასევე გავზრდით ინტერესს ინფორმაციის გავრცელების ასეთი ახალი გზების მიმართ და მივაწვდენთ ხმას მომხმარებელს, როგორც ჟურნალისტებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამთავრობო ორგანიზაციებს, დიზაინერებსა და ვებ-დეველოპერებს.​

მედიის ანალიზი, საზოგადოების მოწვევა, სიახლის ფილტრაცია

ჩვენ ყოველდღიურად ვაანალიზებთ სხვადასხვა მედია საშუალებებს, რომ გავიგოთ რა სახის სიახლეებს გადმოგვცემენ ჟურნალისტები და რას არა."RSS feed"-ით, "Google" შეტყობინებით, ვიდეო ნაკადებით და სხვა მეთოდებით ჩვენ შევძლებთ სწრაფი ტემპებით, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა საინფარმაციო საშუალებების განსხვავებული ხედვის სკანირებასა და ინფორმაციის დამუშავებას.

ჩვენ შევხვდებით საზოგადოების იმ წარმომადგენლებს რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოში მიმდინარე საკითხებით. შეხვედრები იქნება რეგულარული და გახდება მონაცემებისა და ინფორმაციის მოძიების წყარო. გარდა ამისა, ჩვენი შეხვედრები განამტკიცებს მოცემული მომენტისათვის საჭირო და აუცილებელი ინფორმაციის შეგროვების მექანიზმს.

ჩვენ ავირჩევთ აქტუალურ ინფორმაციასა და საკითხებს. ეს პროცესი მოიცავს, როგორც შიდა სარედაქციო, ასევე არჩეული ინდივიდუალების შეტანილ წვლილს.

მონაცემების მოძიება

მიუხედავად იმისა, რომ პროექტისათვის ჩვენ ვცდილობთ მოვიძიოთ სხვადასხვა სახის მონაცემები და შემდგომში გამოვიყენოთ, ჩვენი მონაცემები ძირითადად დაეყრდნობა შეხვედრებიდან და დისკუსიებიდან გამომდინარე წინა პლანზე გამოსულ სიახლესა თუ საქართველოში მიმდინარე სხვა ძირითად მოვლენებზე.

გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობით მიღებული მონაცემები სარისკოა. ჩვენ შევეცდებით, ვითანამშრომლოთ ისეთ ორგანიზაციებთან და სააგენტოებთან, რომლებიც ფლობენ ჩვენი მონაცემებისათვის საჭირო ინფორმაციას, რათა არ დავეყრდნოთ მხოლოდ ერთ წყაროს. მსგავს მონაცემებს ფლობენ სხვადასხვა ორგანიზაციები.  ჩვენ თითოეულ მათგანს განვიხილავთ და შევისწავლით.

ჩვენ ასევე შევქმნით პლატფორმას, სადაც შენახული იქნება მონაცემები, რომლებსაც ჩვენ მედიის ანალიზის დროს მოვიპოვებთ. "Ruby on Rails" ვებ სტუქტურას თუ ავიღებთ, რომელიც ძალიან გავს ვაშინგტონ პოსტის "Django" პლატფორმას , ჩვენ შევძლებთ გავითავისოთ თუ როგორ განიზრახა ადრიან ჰოლოვატმა "Django" -ს შექმნით თავი დაეცვა შემთხვევების ხელიდან გაშვებისაგან.

თუკი ყველა სახის ინფორმაცია შენახულია ერთად სიახლეების გაყოფილებაში, თქვენ ვერ შეძლებთ ადვილად მოიძიოთ თქვენთვის საინტერესო მოვლენები და შექმნათ ამ მოვლენათა კალენდარი. ასეთი ვებ-საიტი ვერ შეძლებს მკითხველთა მოლოდინის გამართლებას.

ჩვენი მიზანია, გვქონდეს ინფორმაციის ისეთი ბაზა, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში დავეყრდნობით ან შევადარებთ სხვა ოფიციალურ მონაცემებს.

მონაცემები საჭიროების შემთხვევაში გასუფთავდება, დამტკიცდება, შეიქმნება დიზაინი და დაიდება საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომ საიტზე. მონაცემები დაფორმატდება შესაბამის პროგრამებში, მაგრამ ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება სტანდარტულ xml, json, xlsx ფორმატებში.

მონაცემთა შესწავლა და სიალხის მოძიება

მონაცემების მოპოვების შემდეგ შევძლებთ ანალიზის დაწყებასა და იმ თემის გამოქვეყვებას, რომელსაც აქტუალურად ჩავთვლით. ეს ელემენტები არის საყრდენი, რომელითაც ჩვენ ვიღებთ სიახლეს.

გრაფების შექმნა

მთავარ არჩევანს სიუჟეტზე ან მესიჯზე ვაკეთებთ ერთხელ და შემდომ ჩვენ შევიმუშავებთ ვიზუალურ ინტერპრეტაციას შინაარსის მიხედვით. ეს შეიძლება იყოს სტატიკური ინფოგრაფა, მაგრამ უფრო საინტერესო იქნება, რომ იყოს ინტერაქტიული და ვებ-გვერდისთვის გამოსაყენებელი. ხშირად პატარა წვრილმანიც ძალზედ მნიშვნელოვანია შეიქმნას ისეთი მონაცემი, რომელსაც საზოგადოება ადვილად შეისწავლის.

როდესაც შევქმნით დიზაინს, გამოვაქვეყნებთ მას ისეთივე საიტზე, როგორიც არის დავიდ მაკენლის „ინფორმაცია ლამაზია“.  

ჩვენი მიზანია, ჩვენი ინტერაქტიული გამოსახულებები იყოს დაყრდნობილი ერთი და იმავე „API“-ზე, რომელსაც საზოგადოება მარტივად გამოიყენებს. ჩვენ „API”-ის სერვისად გამოყენებით გავზრდით მისი გამოყენების რაოდენობას.

სიახლის გავრცელება

ამ პროექტის წარმატებისათვის მთავარია, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ვიზუალურად გამოსახული გრაფები და მონაცემები. ჩვენ ვერ შევძლებთ ჟურნალისტებს დავეხმაროთ   გააუმჯობესონ ახალი ამბების გაშუქება თუ  მათ არ გავაცნობთ ჩვენ საქმიანობას. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ ვერ შევძლებთ საზოგადოების მოტივირებას, რომ იმავე საქმიანობას მიჰყონ ხელი, მაშინ მოთხოვნა ჩვენს მონაცემებზე არ გაიზრდება.

ჩვენ შევხვდებით სხვადასხვა მომხმარებლებს- არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამთავრობო სააგენტოებს, სკოლებსა და ასევე ჟურნალისტებს, რათა განვიხილოთ რა პრინციპიტ შეირჩა ვიზუალურად გამოსასახავი თემა.

ჩვენ შეხვედრებსა და სხვადასხვა ფორუმებსაც ამავე მიზნისთვის გამოვიყენებთ. გარდა ამისა, ჩვენ გამოვიყენებთ საინფორმაციო ბიულეტენბსა და სოციალურ მედიას, რათა უფრო ფართო მასშტაბებს მივაწვდინოთ ხმა ჩვენი საქმიანობის შესახებ.ყოველი შეხვედრა ჩვენ შეგვძენს აუდიტორიას, რაც თავის მხრივ დაგვეხმარება უფრო მაღალი ხარისხის მონაცემთა შექმანაში, ცნობადობის გაზრდაში და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში უდიდეს როლს ითამაშებს. 

შედეგები

  • შენახული მონაცემები, რომელიც იქნება წყარო ჩვენი ინფოგრაფებისა და დიზაინის, მიუხედავად შესაძლო ცვლილებებისა,  ჩვენი მოქნილი ინფორმაციული პლატფორმა მზადყოფნაში იქნება, რათა საზოგადოებამ გამოიყენოს.
  • ვებ გვერდი, რომელზეც ჩვენ დიზაინს გამოვაქვეყნებთ ექნება დისკუსიისა და კომენტარის ადგილი. ასევე შესაძლებელი იქნება თითოეული გრაფის გაზიარება, რათა სხვებმაც გამოიყენონ. ჩვენ თვალს მივადევნებთ მომხმარებელთა რაოდენობას.
  • ყოველ თვე ვიზუალიურად გამოსახული 4 გრაფა.
  • მიმდინარე ბლოგები ტექნიკური აღჭურვილობის შესახებ სიახლეების და გრაფების მიღმა.
  • ყოველკვირეული შეხვედრები საქართველოში მიმდინარე აქტუალურ თემებთან დაკავშირებით.

 

15 ნოემბერი 2012

პროექტის მენეჯერის ვაკანსია

ჯამპსტარტ ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას, საქართველოში ახალი ამბების ვიზუალიზაციის პროექტის მენეჯერის თანმდებობაზე.

პროექტის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიყევით ლინკს:

http://jumpstart.ge/ka/projects/visualizing-the-news-in-georgia