გაეროს ბავშვთა ფონდის ღია მონაცემების პორტალი

მიმოხილვა

თარიღები: 
01/10/2014 to 31/05/2015
Social: 

ჯამპსტარტი თანამშრომლობს გაეროს ბავშვთა ფონდის ქართულ წარმომადგენლობასთან, რომელმაც გადაწყვიტა, თავისი სტატისტიკური კვლევები ყველასათვის ღია და ხელმისაწვდომი გახადოს, თანაც ისე, რომ ფართო საზოგადოებას კვლევის შედეგების მარტივად გამოყენება შეეძლოს, რადგან კვლევების ანგარიშების გამოცემა მხოლოდ მცირე სტატისტიკური მიმოხილვებით საკმარისი აღარაა და უფრო მნიშვნელოვანია, ნედლი მონაცემების ანალიზი ფართო აუდიტორიასაც შეეძლოს, თუნდაც მათ არ ჰქონდეთ საფუძვლიანი სტატისტიკური განათლება.   

ჩვენ მიერ შექმნილი პლატფორმის გამოყენებით, მომხმარებლებს შეეძლებათ, შეისწავლონ კითხვარი და თითოეულ კითხვაზე პასუხების განაწილება, კორელაცია კითხვებს შორის, განმეორებადი კვლევების შემთხვევაში კითხვებზე პასუხების ცვალებადობის დინამიკა და პასუხების გეოგრაფიული განაწილებაც კი, ზოგიერთ შემთხვევაში. 

მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება თვითონ პორტალზე ან მისი სრული სახით ჩამოტვირთვა შეეძლებათ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს. ასევე, შესაძლებელი იქნება გრაფიკული გამოსახულებების ჩამოტვირთვა და ონლაინ მედიაში ჩასმა, მაგალითად, როგორიაა, ბლოგპოსტები. პროგრამისტებს კი შეეძლებათ, შექმნან დინამიური ვიზუალიზაციები პორტალის API-ის გამოყენებით. 

პორტალის კოდი ღიაა და წარმოადგენს ჯამპსტარტის ახალი ხელსაწყოს, X-Traktr-ის ძირითად ნაწილს, რომელსაც ფართო საზოგადოება უახლოეს მომავალში იხილავს. 

თუკი ფიქრობთ, რომ თქვენ ან თქვენმა ორგანიზაციამ შეიძლება ისარგებლოთ მსგავსი ხელსაწყოთი, არ დააყოვნოთ და  დაგვიკავშირდით!