გენდერული სახელფასო სხვაობის თამაში

მიმოხილვა

თარიღები: 
01/08/2014 to 16/12/2014
Partner: 
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
Social: 

 

2014 წელს ადამიანის უფლებათადამცველმა ორგანიზაციამ "კონსტიტუციის 42-ე მუხლმა" ჯამპსტარტს მიმართა და ჰკითხა, თუ არსებობდა რაიმე შემოქმედებითი გზა, რათა ფართო საზოგადოება ჩაბმულიყო დისკუსიაში გენდერული სახელფასო სხვაობის გარშემო. ეს გახდა "42-ე მუხლთან" ჩვენი თანამშრომლობის ძირითადი ნაწილი, რომელიც გენდერული თანასწორობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ერთობლივი პროექტის ფარგლებში შედგა. საქართველოში კაცები, საშუალოდ, 39%-ით მეტს გამოიმუშავებენ, ვიდრე ქალები. გადავწყვიტეთ, თამაშის გამოყენებით მიგვეწოდებინა ეს ინფორმაცია ქართული საზოგადოებისთვის და ჩაგვერთო იგი ამ საკითხის განხილვაში. ეს ჩვენ მიერ შექმნილი პირველი თამაშია. ჯამპსტარტმა მოიძია და გამოიყენა უახლესი ხელმისაწვდომი მონაცემები, რომლებიც საქართველოში ქალებსა და კაცებს შორის არსებულ სახელფასო სხვაობას აჩვენებს და მასზე დაყრდნობით შექმნა თამაში, რომელიც სამომავლო პროგნოზებზეა აგებული და გენდერული სახელფასო სხვაობის შედეგად საშუალო სტატისტიკურ ქალსა და კაცს შორის გაჩენილ უთანასწორობას უფრო თვალხილულს ხდის. ჯამპსტარტმა შექმნა თამაშის მუსიკალური გაფორმება. ილუსტრაციები და გრაფიკები და კოდი, რომელიც თამაშს საფუძვლად უდევს.