ლარის გზამკვლევი

მიმოხილვა

პროგრამა: 
თარიღები: 
24/04/2015
Donor: 
ფონდი ღია საზოგადოება
ჯამპსტარტ ინტერნეშენალი
Social: 

2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის თებერვლამდე ლარის ღირებულება აშშ დოლართან მიმართებაში 18.8%-ით შემცირდა. ლარის ღირებულების დაცემის ზუსტი მიზეზები გაურკვეველია, თუმცა ცხადია, რომ ლარის არასტაბილური მდგომარეობა ადამიანების ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. ამ პერიოდში ათასი ლარის ღირებულება ამერიკულ დოლარში 102 დოლარით შემცირდა. არ გვაქვს მონაცემები, რამდენ ადამიანს აქვს ბანკის ვალი, თუმცა ცნობილია, რომ იპოთეკური თუ სხვა სესხების უმეტესობა აშშ დოლარშია, ხალხს კი შემოსავალი ლარში აქვს. ყველა სხვა სირთულესთან ერთად, ეს ძალიან ართულებს მათთვის საკუთარი ფინანსური ვალდებულებების შესრულებას.

ლარის გზამკვლევი განვითარდა ჩვენი კომიქსისა და წინა ლარის გაუფასურების კალკულატორის შედეგად. იგი მომხმარებლებს ახალ ფუნქციებს სთავაზობს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია მათთვის საინტერესო დროის მონაკვეთში ლარის ღირებულების ცვლილებების ნახვა სხვადასხვა ვალუტასთან მიმართებით. მონაცემები აღებულია საქართველოს ეროვნული ბანკის საიტიდან და განახლდება ყოველდღიურად.

ასევე, ვალუტის კურსის მონაცემებს ვაგროვებთ ოთხი ბანკის საიტიდან, თუმცა ვგეგმავთ მათი რაოდენობის გაზრდას. კომერციული ბანკების ვალუტის გაცვლის კურსების ერთ ადგილას თავმოყრით, გვინდა, ხალხს გავუადვილოთ მათი შედარება და უკეთესი გადაწყვეტილებების მიღება. სამომავლოდ გვსურს კომერციული ბანკების გვერდს ვალუტის კურსების არქივიც დავამატოთ, რათა მომხმარებელს ისტორიული პერსპექტივის დანახვის საშუალებაც მიეცეს.

პროგრამისტებო, თქვენთვის მონაცემები ხელმისაწვდომი გავხადეთ API-ის საშუალებით და მივესალმებით მის გამოყენებას. გვსურს, თქვენგან გავიგოთ რისთვის და როგორ იყენებთ და შეგვიძლია თუ არა მისი კიდევ უფრო გაუმჯობესება.

თუ გსურთ, მეტი გაიგოთ ლარის გზამკვლევისა და ჯამპსტარტის სხვა ხელსაწყოების შესახებ, დაგვიკავშირდით !

საბოლოო ჯამში, მონაცემების მნიშვნელობას ის განსაზღვრავს, თუ რა გამოყენებას მოუნახავთ მას!