"ლიბერალის" ინფოგრაფიკები

მიმოხილვა

პროგრამა: 
თარიღები: 
10/03/2014 to 10/01/2015
თანხა: 
22 500 GEL
Social: 

ჯამპსტარტ ჯორჯია "ლიბერალთან” თანამშრომლობს. 2014 წლის მარტიდან “ლიბერალის” ვებგვერდზე ქვეყნდება გამოცემის ჟურნალისტებისა და ჯამპსტარტის დიზაინერების მიერ ერთობლივად შექმნილი ინფოგრაფიკები. ვიზუალიზაციები ინგლისურ ვერსიებთან ერთად განთავსდება Feradi.info-ს “ლიბერალის” პროფილზეც.

"ლიბერალი" საზოგადოებრივ-პოლიტიკური ბეჭდური და ონლაინ გამოცემაა.  ჟურნალ “ლიბერალის” პირველი ნომერი 2009 წელს, ფონდ “ღია საზოგადოება - საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით გამოვიდა.

"ლიბერალი” მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაყრდნობილ, სიღრმისეულ რეპორტაჟებს, ანალიტიკურ სტატიებს, ჟურნალისტურ გამოძიებებსა და განსხვავებულ თვალსაზრისებს მიმდინარე მოვლენებსა თუ პრობლემებზე.

"დამოუკიდებელი და მამაცი ჟურნალისტიკისათვის, ისევე როგორც ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრების მცდელობისათვის", 2010 წელს "ლიბერალს" მიღებული აქვს "ცაიტის ფონდის" და ფონდი "თავისუფალი სიტყვის" ერთობლივი ჯილდო. ასევე, სხვადასხვა სტატიებისათვის, ჟურნალს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული ადგილობრივი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან.