მონაცემთა ვიზუალიზაცია ადვოკატირებისთვის

მიმოხილვა

თარიღები: 
01/12/2013 to 30/11/2014
Donor: 
ფონდი ღია საზოგადოება
ჯამპსტარტ ინტერნეშენალი
თანხა: 
98,000 USD
Social: 

პროექტი „მონაცემთა ვიზუალიზაცია ადვოკატირებისთვის“ (VDA) აგებულია „ახალი ამბების ვიზუალიზაცია საქართველოში“ (VNG) წარმატებაზე.

2013 წლის იანვარში Feradi.info-ს ამუშავების შემდეგ, ჩვენ დავრწმუნდით, რომ მონაცემთა ვიზუალიზაცია ეფექტური საშულებაა საზოგადოების ჩართულობის გაზრდისთვის, რადგან ვიზუალიზაციები მოუწოდებს საზოგადოებას ქმედებისკენ ან ცვლილებისკენ.

ჩვენ წინა პროექტისგან მიღებულ გამოცდილებას გამოვიყენებთ ახალი პროექტის  „მონაცემთა ვიზუალიზაცია ადვოკატირებისთვის“ განხორციელებაში.  

პროექტი „მონაცემთა ვიზუალიზაცია ადვოკატირებისთვის“:

1.    გააგრძელებს მნიშვნელოვანი საკითხების საზოგადოებისთვის ვიზუალურად მიწოდებას. სოციალურად მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო დისკუსიის საწარმოებლად და მონაცემთა ჟურნალისტიკის სფეროს განსავითარებლად, გამოვიყენებთ მედია საშუალებების ალტერნატიულ ფორმებს და გავზრდით ღია, ხელმისაწვდომ, რელევანტურ მონაცემებზე მოთხოვნას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოში არსებული მნიშვნელოვანი საკითხების გასაგებად და გადასაწყვეტად.

2.    გაზრდის ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცოდნას, თუ როგორ გამოიყენონ მონაცემები, ტექნოლოგია, ხელოვნება და კრეატიულობა თავიანთი  მიზნების მისაღწევად.

3.    გააძლიერებს ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობებს, აწარმოონ ადვოკატირების კამპანიები მონაცემებზე დაყრდნობით. 

4.    გაზრდის ჯამპსტარტ ჯორჯიას შესაძლებლობას, ეფექტურად განახორციელოს საკუთარი პროექტები და ითანამშრომლოს სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, რათა, ინოვაციური და კრეატიული მიდგომების გამოყენებით, საზოგადოებას მიაწოდოს მნიშვნელოვანი მონაცემები.

02 მაისი 2014

ხელსაწყოების შექმნა მნიშვნელოვანი ამბების გადმოსაცემად

ჩვენი თანამშრომლობის პროცესში საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ "აფხაზეთთან", რომელიც საქართველოს კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების გაუმჯობესებაზე მუშაობს, მივხვდით, რომ საჭირო იყო, ამბის თხრობის განსხვავებული მეთოდი გვეცადა. აქამდე ჩვენ, ძირითადად, მონაცემებზე ვმუშაობდით და სოციალური თემატიკის მონაცემებზე დაყრდნობით ვქმნიდით მეტწილად სტატიკურ ვიზუალიზაციებს. კარგი დიზაინით შექმნილი გრაფიკების გამოყენებით, რომლებიც კომპლექსურ ინფორმაციას მარტივად გადმოსცემდა, ჩვენ კომპლექსური ამბები ხელმისაწვდომი გავხადეთ ფართო აუდიტორიისთვის. თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩავთვალეთ, რომ საჭირო იყო, ამბავი გაგვეხადა უფრო ადამიანური. ჩვენ მისთვის უნდა მიგვეცა სახე.


15 აპრილი 2014

მონაცემთა ვიზუალიზაცია ადვოკატირებისთვის: ახალი პარტნიორები, ახალი პროექტები

გასული რამდენიმე თვის განმავლობაში, ჯამპსტარტ ჯორჯია ახორციელებს პროექტს „მონაცემთა ვიზუალიზაცია ადვოკატირებისთვის“. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ გავერთიანდით ოთხ ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან, რათა მათ ადვოკატირების კამპანიებს შევმატოთ ღირებულება მონაცემთა ანალიზისა და ვუზუალიზაციის გზით.


შექმენით თქვენი ამბები "StoryBuilder"-ით

19 სექტემბერს, 15:00 საათზე “ჯამპსტარტ ჯორჯია” გიწვევთ Frontline Georgia-ში, რათა წარმოგიდგინოთ და განვიხილოთ "StoryBuilder", ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც ყველას შეუძლია შექმნას შერეული მედია ტიპის ამბავი მარტივად და ეფექტურად.

  • 19/09/2014 - 15:00 to 17:30

საჯარო სემინარი: როგორ ვმართოთ ტექნიკური და დიზაინზე ორიენტირებული პროექტები?

ჯამპსტარტი გიწვევთ სემინარზე, რათა გაგიზიაროთ  საკუთარი გამოცდილება, თუ როგორ უნდა მართოთ ტექნიკური და დიზაინზე ორიენტირებული პროექტები. უფრო და უფრო მეტი ჟურნალისტი და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია თანამშრომლობს პროგრამისტებთან, დიზაინერებთან და მხატვრებთან, რათა შექმნან უფრო მიმზიდველი  პროდუქტი და ამით გააუმჯობესონ კომუნიკაცია. ჯამპსტარტმა დააგროვა მდიდარი გამოცდილება ტექნიკური და დიზაინზე ორიენტირებული პროექტების მართვაში და სურვილი გვაქვს, ეს ცოდნა თქვენც გაგიზიარო და გაჩვენოთ, თუ რა პრაქტიკები არსებობს უფრო ეფექტური სამუშაოს წარმართვისთვის.

  • 11/07/2014 - 15:00 to 17:00

არასამთავრობო ორგანიზაციებს: ჯამპსტარტ ჯორჯია თქვენს გზავნილს ვიზუალურად გამოსახავს!

ჯამპსტარტ ჯორჯია ეძებს პარტნიორ საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებთანაც ითანამშრომლებს მომავალი 12 თვის განმავლობაში. ჩვენი ახალი პროექტის „მონაცემთა ვიზუალიზაცია ადვოკატირებისთვის" ფარგლებში, ჩვენ დავეხმარებით ორგანიზაციებს, მონაცემებისა და ვიზუალიზაციების გამოყენებით, გააუმჯობესონ თავიანთი ადვოკატირების კამპანიები.

  • 13/12/2013 - 15:00 to 15/01/2014 - 18:00

ჯამპსტარტ ჯორჯია პროექტის მენეჯერს ეძებს!

ჯამპსტარტ ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე ახალი პროექტისთვის "მონაცემთა ვიზუალიზაცია ადვოკატირებისთვის"! 

თუ გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ნახეთ სამუშაოს აღწერა და ვაკანსიის აპლიკაცია აქ

სასურველია, განაცხადი გააკეთოთ რაც შეიძლება მალე! 
 

  • 28/11/2013 - 12:00 to 13/12/2013 - 18:00

ჯამპსტარტ ჯორჯია განიხილავს მონაცემთა ვიზუალიზაციას და სამოქალაქო ჩართულობას საერთაშორისო ანტი-კორუფციული დღისთვის

ორშაბათს, 9 დეკემბერს,  საერთაშორისო ანტი-კორუფციულ დღეს ჯამპსტარტ ჯორჯია შეუერთდება საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს Holiday Inn-ში და განიხილავს, როგორ შეუძლიათ ორგანიზაციებს, ეფექტურად გამოიყენონ ვიზუალიზაციები კომპლექსური მონაცემების საზოგადოებისთვის მისაწოდებლად და მათი ჩართულობის გასაზრდელად. მობრძანდით და ჩაერთეთ საინტერესო დისკუსიაში! 

 

 

  • 09/12/2013 - 15:00 to 18:00