პროგრამისტი გოგონები

მიმოხილვა

პროგრამა: 
თარიღები: 
02/02/2014 to 06/07/2014
Social: 

„პროგრამისტი გოგონები“ არის ჯამპსტარტ ჯორჯიას პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს, შექმნას მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო გოგონებისთვის, რომელთაც სურთ, ისწავლონ პროგრამირება საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ შეზღუდული მონაცემებია ხელმისაწვდომი საქართველოში  IT-ი  სექტორის შესახებ, ცხადია, რომ ქალები ამ სფეროში მცირე რაოდენობით არიან წარმოდგენილნი. 

ეს პირველი ინიციატივა ექსპერიმენტულია, თუმცა უკვე დიდი მოთხოვნით სარგებლობს და ჩვენც ვმუშაობთ, რომ ეს მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ.  პროექტის შეხვედრები იმართება ყოველ კვირა დღეს, ჯამპსტარტ ჯორჯიას ოფისში და მასში განსხვავებული ადამიანები მონაწილეობენ. 

პროექტის მონაწილე გოგონებს ან საერთოდ ან ჰქონიათ პროგრამირების გამოცდილება, ან - ძალიან მცირე.  მათგან ზოგიერთი ჟურნალისტია, რომლებიც ამბობენ, რომ ჟურნალისტიკაში მზარდი მოთხოვნაა იმის ცოდნაზე, თუ როგორ უნდა იმუშაო მონაცემებთან და ამიტომაც პროგრამირება მნიშვნელოვანი იქნება მათი მომავალი კარიერისთვის. ზოგი მათგანი პროექტის მენეჯერები და პროფესიონალები არიან, რომლებიც აღიარებენ, რომ თუ მათ სურთ, იმუშაონ ტექნიკურ პროექტებზე, რომლებიც საგრძნობლად მომრავლდა ამ დღეებში, მნიშვნელოვანია ტექნიკოსთა ჯგუფის მართვა და იმის გაგება, თუ რა სამუშოს ასრულებენ პროგრამისტები, ეს ყველაფერი კი პროექტის მართვისთვის აუცილებელი კომპონენტებია. არიან ისეთებიც, ვისი აზრითაც,    ვები რაღაც მაგიური ძალით მუშაობს, მათ კი სურთ, გაიგონ თუნდაც მცირედი ამ პროცესის შესახებ. ზოგს კი მიაჩნია, რომ პროგრამირება ახალი “მოდური“ ტრენდია და სურთ ამ მოვლენის ნაწილი გახდნენ. 

ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა გამოვა ამ პროექტიდან, მაგრამ გვაქვს ბევრი იდეა, თუ როგორ განვავითაროთ იგი და ჩვენთვის წამახალისებელია ის ენთუზიაზმი, რომელსაც ამ პროექტში ჩართული ადამიანები იჩენენ. თუ გსურთ, ჩაერთოთ პროექტში, ისწავლოთ მეტი ან გაქვთ იდეები ამ პროექტის განვითარების კუთხით, ჩვენ სიამოვნებით მოგისმენთ.