საქართველოს ქუჩების რუკის საჯარო მონაცემების შექმნა

მიმოხილვა

თარიღები: 
01/09/2009 to 31/12/2010
Donor: 
ჯამპსტარტ ინტერნეშენალი
Social: 

საჯარო და ხელმისაწვდომი მონაცემები ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი საზოგადოებისთვის. ის საშუალებას აძლევს ბიზნესებს და ორგანიზაციებს შექმნან ხელსაწყოები, რომელიც ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში ეხმარება მათ. 2009 წელს ქუჩების საჯარო მონაცემები არ არსებობდა საქართველოში. ჯამპსტარტ ჯორჯიამ დაიწყო შიდა და ქვემო ქართლის ქუჩების გარუკიანება. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი მიზანი ქუჩების მონაცემების შეგროვება და სხვადასხვა ადგილებზე ინფორმაციის მოძიება იყო, საზოგადოებისგან წამოსულმა ინტერესმა ნათელი გახადა პროექტის გაგრძელების საჭიროება. საზოგადოების ჩართულობა ამ პროექტს წარმატებას მოუტანდა და ეს გახდა კიდეც რუკების შექმნის პროექტის ქვაკუთხედი.