მიმოხილვა
საქართველოში ქალაქად მცხოვრები ოჯახების საშუალო ყოველთვიური შემოსავალი, 2014 წლის მონაცემებით, 1091.8 ლარია. შემოსავლის 25%-ის დაზოგვით, მათ თბილისში 45 მ² ბინის შესაძენად 30 წელიწადი დასჭირდებათ. გაიგეთ, რამდენი ხანი დაგჭირდებათ ბინის შესაძენად თქვენი დანაზოგით ან რამდენ ხანში დაფარავთ ბანკის ვალს, თუკი ბინის სესხით შეძენას გადაწყვეტთ.
როგორ შეიქმნა ვიზუალიზაცია?
makler.ge-ის მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც 2014 წლის აპრილიდან 2015 წლის ივნისამდე პერიოდში იქნა შეგროვებული, ჩვენ დავიანგარიშეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და თბილისის უბნებში გასაყიდი ბინის 1 მ²-ის საშუალო ფასი. ოზურგეთის შემთხვევაში, მოვიძიეთ დამატებითი განცხადებებიც სხვა წყაროებიდან, რადგან ამ პერიოდში makler.ge-ზე გამოქვეყნებული განცხადებების რაოდენობა ძალიან მწირი იყო. ვინაიდან ბინების ფასი, ძირითადდ, აშშ დოლარშია მითითებული, ღირებულება გადაგვყავს ლარში დღევანდელი დღის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, რომელსაც ვიღებთ ლარის კალკულატორის API-ის საშუალებით.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გამოთვლებში არაა გათვალისწინებული შესაძლო ინფლაცია და ბინის ფასების ცვლილება, ასევე, სესხის დაზღვევა და საბანკო მომსახურების გადასახადი.
ბანკის სესხის ხანგრძლივობის დასათვლელად, გამოვიყენეთ შემდეგი ფორმულა:
Log(M) - Log(M - PR/12)
N = ---------------------------------
Log(1 + R/12)
სადაც
- N = სესხის ხანგრძლივობა თვეებში
- M = ყოველთვიური გადასახადი
- P = სესხის ოდენობა
- R = სესხის საპროცენტო განაკვეთი, 9%
თუ გსურთ, მეტი გაიგოთ ამ და ჯამპსტარტის სხვა ხელსაწყოების შესახებ, დაგვიკავშირდით!