ხელმისაწვდომობის მონიტორინგი ადვოკატირებისთვის

მიმოხილვა

Social: 

ჯამპსტარტი თანამშრომლობს საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებთან „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“, „მარიანი“ და ასევე New Media Advocacy Project-თან (N-Map) საქართველოს ადგილების ხელმისაწვდომობის შესახებ მონაცემების შესაგროვებლად და გასაანალიზებლად. ეს პროექტი შეავსებს სიცარიელეს საჯარო მონაცემებში, რაც ნათელს მოჰფენს თუ რამდენად ხელმისაწვდომია საქართველო და რამდენად აძლევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებს საქართველოში შშმპ უფლებების კონვენციის განხორციელების მონიტორინგის საშუალებას.

ეს არ არის მორიგი გარუკიანების პროექტი. ჩვენ ვაგებთ პლატფორმას, რათა მოხალისეების რესურსის გამოყენებით შევაგროვოთ კონვენციის შესაბამისი მონაცემები, რაც გააძლიერებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების ადვოკატირების კამპანიებს. ამ ორგანიზაციებს საქართველოში საშუალება მიეცემათ, რომ წაახალისონ ბიზნესი და ორგანიზაციები, რომ მეტად შეასრულონ კონვენციით გათვალისწინებული ნორმები და რეალური სტატიკაზე გაამახვილონ კანონმდებლების ყურადღება, რაც დღესდღეობით შეუძლებელია.

პლატფორმა შესაძლებელს გახდის:

  • ადგილმდებარეობის შესაბამისობის მარტივად და ინტუიციურად შეფასებას
  • ადგილმდებარეობის საჭიროების მიხედვით ძიებას
  • შშმპ ორგანიზაციების მიერ კონვენციის ნორმების შესაბამისობის გაზომვას და
  • შშმპ ორგანიზაციებს  მისცემს  წვდომას სტატისტიკურ მონაცემებზე, რომელიც დაეხმარება მათ ადვოკატირების კამპანიებს

თუ გსურთ ამ პროექტში ჩართვა, დაგვიკავშირდით. თუ გსურთ დაეხმაროთ პროექტის დაფინანსებას, დაგვიკავშირდით. დღესდღეობით ეს პროექტი დაუფინანსებელია და გვამოძრავებს სურვილი, რომ საქართველოში შეიქმნას ყველასთვის ხელმისაწვდომი გარემო.