ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

ჯამპსტარტ ჯორჯია არის საქართველოში რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ღია წყაროს ტექნოლოგიების გამოყენებით, საზოგადოებისათვის საინტერესო და აქტუალური მონაცემების ხელმისაწვდომობასა და საჯაროობას უზრუნველყოფს.

ჯამპსტარტ ჯორჯია ცდილობს კომპლექსური საკითხების ფართო აუდიტორიისთვის მარტივ ენაზე მიწოდებას, რათა საზოგადოებამ შეძლოს ფაქტებსა და დისკუსიებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღება.

იხილეთ ჩვენი წესდება

ჩვენი მისია

ჩვენ ვყვებით ამბებს მონაცემების, ტექნოლოგიებისა და დიზაინის გამოყენებით, იმისათვის რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია სოციალური საკითხების შესახებ. ჩვენ:

  • ვაწვდით ინფორმაციას საზოგადოებას კომპლექსური საკითხების შესახებ მიმზიდველი ფორმით და ფაქტებზე დაფუძნებული კვლევების გამოყენებით;
  • ვასწავლით როგორ გამოიყენონ მონაცემები, ტექნოლოგიები და დიზაინი ამბის მოსაყოლად;
  • ვქმნით და ადვოკატირებას ვუწევთ ღია წყაროს პლატფორმებსა და ხელსაწყოებს; და
  • ვთანამშრომლობს ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, გავლენის გასაზრდელად.

ჩვენი ისტორია

ჯამპსტარტ ჯორჯია დაარსდა 2009 წლის 28 ოქტომბერს, როგორც „ღია რუკები კავკასია“ ჯამპსტარტ ინტერნეშენალის დაფინანსებით. იმ დროისთვის ქუჩების საჯარო მონაცემები არ არსებობდა და საქართველო Google Maps-ზე და OpenStreetMap-ზე ცარიელი იყო. ერთი წლის განმავლობში ჯამპსტარტმა წარმატებით აწარმოა მოხალისეების რესურსის გამოყენებით აწარმოა საქართველოს ქუჩების გარუკიანების კამპანია. ჯამპსტარტმა გადასცა შეგროვებული მონაცემები Google Maps-ს, OpenStreetMap-ს და Nokia-ს.

რუკების შექმნის პროექტის წარმატებით შთაგონებულები, ჯამპსტარტ ჯორჯია დღეს ადვოკატირებას უწევს ღია მონაცემებს მთავრობაში, ბიზნესში და სამოქალაქო საზოგადოებაში. ამასთან, ჯამპსტარტი მონაცემებზე დაყრდნობით ქმნის ხელსაწყოებს საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებულობის და ჩართულობის გასაზრდელად. დაბოლოს, ჯამპსტარტი თანამშრომლობს სხვა ორგანიზაციებთან, რათა გააძლიეროს საზოგადოების ჩართულობის და ინფორმირებულობის გასაზრდელად მონაცემთა გამოყენების შესაძლებლობები. 

დაგვიკავშირდით